1 / 8

STS ფორუმი IX ყოველწლიური შეხვედრა

STS ფორუმი IX ყოველწლიური შეხვედრა. 7-9 ოქტომბერი, კიოტო , იაპონია. პროფ. ოთარ ზუმბურიძე პროფ. ზურაბ გამეზარდაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური.

yakov
Download Presentation

STS ფორუმი IX ყოველწლიური შეხვედრა

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. STS ფორუმიIX ყოველწლიური შეხვედრა 7-9 ოქტომბერი, კიოტო, იაპონია პროფ. ოთარ ზუმბურიძე პროფ. ზურაბ გამეზარდაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

  2. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების „ნათელი“ და „ჩრდილოვანი“ მხარეების განსაზღვრა და ინოვაციების ხელშეწყობა და განვითარება საერთო გამოწვევების გადასაჭრელად ფორუმში მონაწილეობდამსოფლიოს 96 ქვეყნიდან 1000-მდე წამყვანი სპეციალისტი და ლიდერი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, პოლიტიკის, ბიზნესისა და მედიის სფეროში. ფორუმზე ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 16 კვლევითი ორგანიზაციის პრეზიდენტები.

  3. STS ფორუმმა გამოავლინა შემდეგიმიღწევები და გამოწვევები: • მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაციები გლობალური ეკოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის არსებით საშუალებებს წარმოადგენს და რთული ეკონომიკური და სოციალური პირობების მიუხედევად, აუცილებელ ინვესტიციებს საჭიროებენ. • ნებისმიერი სახის ენერგომომარაგება უნდა უზრუნველყოფდეს საუკეთესო სტანდარტების მქონე უსაფრთხოების ფართო სპექტრს, განსაკუთრებით, ბირთვულ უსაფრთხოებას და ასევე, ეკოლოგიურ და სოციალურ თავსებადობას. • ჯანდაცვის გლობალურ პრობლემებიდან აღსანიშნავია, რომ სწრაფად ვითარდება კვლევებიგენური და რეგენერაციული მედიცინის მიმართულებით. ამ პირობებში, ასევე, სწრაფად უნდა გაფართოვდეს კვლევები პერსონალურ და პრევენციულ მედიცინაში, ინფექციური და არა-გადამდები დაავადებების სამედიცინო პროგრამები და განსაკუთრებით, უნდა განვითარდეს წამალგამძლე მიკრობებთან დაკავშირებული ანტიბიოტიკები. • ახალი საერთაშორისო სისტემა თხოულობს აკადემიურ წრეებსა და სამრეწველო და სამოქალაქო სექტორს შორის უკეთეს თანამშრომლობას, განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობების გათვალისწინებით.

  4. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (სსტ) ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ქვეყნებს შორის ინფორმაციული უთანასწორობის აღმოფხვრისა და განათლების, ჯანდაცვისა და ბიზნეს შესაძლებლობების ხელშეწყობისათვის და ამავე დროს, ინოვაციებისა და წარმოების გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში, როდესაც მოსალოდნელი შედეგები წინასწარ განუსაზღვრელია, საერთაშორისო თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. •  ნანოტექნოლოგიები არსებით როლს ითამაშებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრონიკა, ფოტოელექტრონიკა, ენერგია, წყალი, მედიცინა, სასიცოცხლო მეცნიერებები და მასალები. ნანოტექნოლოგიები უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიებია ინოვაციებისთვის ისევე, როგორც ახალი სამეცნიერო მიმართულებების გამოსაკვლევად. • საჭიროა თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება, გავუმკლავდეთ კატასტროფებს მეცნიერების, კვლევების, მონიტორინგისა და შეტყობინებების სისტემების საშუალებით და ასევე, ინფრასტრუქტურული მოდიფიკაციების და არსებული რუქების გამოყენებით.

  5. აკადემიურ წრეების, მრეწველობისა და მთავრობის თანამშრომლობა ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. ამგვარი თანამშრომლობა და საერთაშორისო აქტივობები, საყოველთაოდ უნდა განვითარდეს და მეცნიერებათა აკადემიებმა, ინჟინერიამ და მედიცინამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ მხრივ. • კორპორატიული ბიზნესისა და აკადემიური კვლევითი აქტივობების გლობალური განვითარების პირობებში, ინტელექტუალური საკუთრების სისტემები უნდა განიხილებოდეს, როგორც როგორც ძირითადი საერთაშორისო ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ჰარმონიზაცია ინოვაციებისა და ეკონომიკური სრულყოფის სტიმული უნდა იყოს. • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დიპლომატია აფართოებს ნაციონალურ საზღვრებს. განათლების, კვლევებისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა არსებითია განვითარებადი ქვეყნების პოტენციალის განვითარებისათვის. • დონორმა ორგანიზაციებმა უნდა დააფინანსონ ორმხრივი შეთანხმებების ხელშემწყობი და განსაკუთრებით, გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამეცნიერო თანამაშრომლობის პროგრამები.

  6. დამატებით სესიაზე განხილული იქნა რეგიონულ კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტირებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებები და აღინიშნა, რომ ლოკალური ადაპტაციის მხრივ ცოდნის მოქმედების ქსელები საუკეთესო ეფექტურ საშუალებას წრმოადგენს. • მეცნიერებისა და ტექნოლოგიის შედეგია გარკვეული ცვლილებები და რისკებისა და მოგების თვალსაჩინოდ წარმოდგენის პირობებში, საზოგადოებას შეუძლია მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. აუცილებელია მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის ინფორმაციული ურთიერთობის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება. უნდა განვითარდეს მაღალის ხარისხის მქონე ისეთი სამეცნიერო პროგრამები, რომლებიც დააინტერესებს და უფრო მეტად ინფორმირებულს გახდის საზოგადოებას მეცნიერების შესახებ. • კაცობრიობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სერიოზული პრობლემების შემდგომი გადაწყვეტა წარმოუდგენელია ინდივიდუალურ და სოციალურ ქცევაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. საზოგადოებრივმა განათლებამ უნდა უზრუნველყოს არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება. ამ მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური ინოვაციები.

  7. მოსახლების ხანდაზმულობა სპეციალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს წარმოქმნის სოციალურ კონტექსტში ხანდაზმული მოსახლეობის აქტიურად ჩართულობისა და მისი პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით და მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. • აღსანიშნავია, რომმსოფლიოს პოპულაციის ნახევარზე მეტი უკვე ქალაქებში ცხოვრობს და ურბანიზაცია სწრაფად იზრდება, რაც ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განაპირობებს და მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ და ურბანიზაციამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს ეფექტური საცხოვრებელი გარემო. • მსოფლიოს პოპულაცია სულ უფრო მეტად იზრდება, დედამიწა კი სასრულოა. აქედან გამომდინარე, უნდა განვიხილოთ კაცობრიობის მომავალი უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, სადაც არსებით საკითხებს წარმოადგენს გარემო, ენერგია, საკვები და წყალი და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ამ მხრივ, მდგრად განვითარებაზე აქცენტი.

  8. 2013 წლის 6-8 ოქტომბერს კიოტოში კვლავ ჩატარდება STS ფორუმის მეათე ყოველწლიური შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს უზრუნველყოს მომავალი თაობებისთვის უკეთესი პირობებისა და გარემოს შექმნა და ხელშეწყობა.

More Related