1 / 17

ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა)

ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა). ლევან ცაგარელი. როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომის ძირითადი ტექსტი?. ლექცია მეოთხე. ნაშრომის ადრესატი: ვის მივმართავთ?. სამეცნიერო ხელმძღვანელი, რეცენზენტი სპეციალისტები, სამეცნიერო საბჭო სტუდენტები

zyta
Download Presentation

ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა)

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა) ლევან ცაგარელი

  2. როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომის ძირითადი ტექსტი? ლექცია მეოთხე

  3. ნაშრომის ადრესატი: ვის მივმართავთ? • სამეცნიერო ხელმძღვანელი, რეცენზენტი • სპეციალისტები, სამეცნიერო საბჭო • სტუდენტები • რიგითი მოქალაქეები, ფართო საზოგადოება • სამეცნიერო სტატია და სამეცნიერო-პოპულარული სტატია • მკითხველი წინარეცოდნა ≠ ნაშრომის ავტორის წინარეცოდნა და მომზადება • დარგის ზოგადი დახასიათება არ არის საჭირო. • უნდა განიმარტოს ყველა დარგობრივი ტერმინი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს ნაშრომისთვის! (მაგ. მეტაფორა) • გავაცნოთ უცნობი ავტორი მკითხველს.

  4. ინტონაცია • თქვენ არ ხართ პრუსტი. • ერიდეთ გრძელ წინადადებებს! დაანაწევრეთ ისინი! • თამამად გაიმეორეთ ქვემდებარე! • ერიდეთ ნაცვალსახელებსა და ქვეწყობილ წინადადებებს! • ერიდეთ ხატოვან სტილს! • სადიპლომო ნაშრომი ≠ ავანგარდისტული პოეზია • საკვლევი ობიექტის სტილი ≠ სამეცნიერო მეტაენა • ფუნქციური სტილი (ერთმნიშვნელოვანი ტერმინოლოგია) ≠ ფიგურული სტილი (ორაზროვანი ფრაზები, მეტაფორები, შედარებები, ირონია, ლიტოტესი) • ხშირად გამოყავით აბზაცები! • სამუშაო (შავ) ვარიანტში შეგიძლიათ ჩაწეროთ ყველაფერი, რაც აზრად მოგივათ. • სადიპლომო ნაშრომის მიზანი = შესავალში მითითებული ჰიპოთეზის დამტკიცება ≠ საკუთარი ცოდნის დემონსტრაცია

  5. ინტონაცია (გაგრძელება) • გამოიყენეთ ხელმძღვანელი ან მეგობარი როგორც საცდელი კურდღელი! • არ არის აუცილებელი, რომ ნაშრომის წერას შეუდგეთ თავიდან! • ერიდეთ ძახილის ნიშნებს, მრავალწერტილს, ხუმრობის გამარტებებს! • მრავალწერტილი დასაშვებია არასრულ ციტატებსა და ჩამონათვალში. • განმარტეთ ყველა ტერმინი პირველივე ხსენებისას! • ნუ ახსნით, სად მდებარეობს პარიზი, თუ არ აპირებთ, ახსნათ, სად მდებარეობს ტიმბუქტუ. • ერიდეთ ამგვარ ფრაზებს: ”ამერიკელი წმერალი, ელიოტი” • მაგრამ: გააცანით მკითხველს ნაკლებად ცნობილი მწერლები.

  6. ინტონაცია (გაგრძელება) • მე თუ ჩვენ? • უპირო კონსტრუქციები: • ”აღნიშნულის საფუძველზე აშკარაა, რომ...” • ”ტექსტის ანალიზის შედეგად საცნაურდება, რომ...” • ”ციტირებული სტატია” (და არა: ”სტატია, რომლიდანაც მოვიტანეთ ეს ციტატი”) • ერიდეთ ფრაზებს: • ”ჩემი აზრით, ...” • ”ვფიქრობ, ...” • ”მიმაჩნია, ...” • ”მეჩვენება, ...”

  7. ციტირება • როდისაა საჭირო ციტირება? • ციტატი პირველადი ტექსტიდან - ინტერპრეტაცია • ციტატი დამხმარე წყაროდან - გამოთქმული აზრის განსამტკიცებლად • ზედმეტად ბევრი ციტატი - დიპლომანტის უუნარობა, დამოუკიდებლად გადმოსცეს, აღწეროს და განმარტოს მონაცემები (კომენტარი).

  8. ციტირების 10 წესი • ინტერპრეტაციისთვის განკუთვნილი ციტატები არ უნდა იყოს ზედმეტად გრძელი ან ზედმეტად მოკლე (ნახევარი გვერდი?) • ციტატები სამეცნიერო ლიტერატურიდან გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავტორიტეტულად ადასტურებენ ან ავსებენ თქვენ მიერ გამოთქმულ აზრს • საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებებს არ სჭირდება ავტორიტეტის დამოწმება! • ციტატში გამოთქმულ აზრს თავად უნდა იზიარებდეთ ან ციტატს უნდა დაურთოთ პოლემიკური კომენტარი. • ციტატს უნდა მიეთითოს წყარო: • (გვარი წელი, გვერდი) • (გვერდი) - პირველადი ტექსტების ციტირებისას, რომლებიც წინამდებარე კვლევის ძირითადი საგანია.

  9. ციტირების 10 წესი (გაგრძელება) • ციტირებისთვის უნდა გამოიყენოთ აკადემიური გამოცემები (პირველი ან უკანასკნელი) • ციტატები უცხოენოვანი წყაროებიდან უნდა გადმოიცეს ორიგინალის ენაზე. • ციტატის თარგმანი შეიძლება დაერთოს ფრჩხილებში ან სქოლიოში. • ციტატები დამხმარე ლიტერატურიდან აუცილებლად უნდა ითარგმნოს ან გადმოიცეს თარგმანში • საჭიროა, მიეთითოს მთარგმნელი: (თარგმანი ჩვენია - ლ.ც.) • ციტატის ავტორის მითითებისას გაუგებრობების თავიდან აცილება: (გვარი იქვე), ibidem • მომცრო (3 სტრიქონზე ნაკლები) ციტატები - გამოიყოფა მხოლოდ ბრჭყალებით: ”...” • 3 სტრიქონიანი ან უფრო დიდი ციტატები - გამოიყოფა ტექსტიდან შეწევით, მომცრო ინტერვალითა და შრიფტის ზომით. ბრჭყალები არ არის საჭირო.

  10. ციტირების 10 წესი (გაგრძელება) • ციტირებისას უნდა დაიცვათ სიზუსტე: • არ შეიძლება სიტყვების ფორმების შეცვლა. • გამოტოვებული სიტყვები და წინადადებები უნდა გადმოიცეს სამწერტილითა და კვადრატული ფრჩხილებით: [...] • თქვენ მიერ ჩამატებული კომენტარები, განმარტებები და დაზუსტებები უნდა მოექცეს კვადრატულ ფრჩხილებში: [...............] • თქვენ მიერ ციტატში განხორციელებული კურსივები და ხაზგასმები უნდა მიენიშნოს ბრჭყალებში: [ხაზი ჩვენია - ლ.ც.] • ციტატში გაპარული შეცდომა უნდა გადმოიცეს მითითებით: [sic] • ლექსების ციტირებისას: თუ მხოლოდ 2 ტაეპია გადმოსაცემი: ...../...... • ციტატი = მოწმის ჩვენება = თავდაცვის საშუალება: • უნდა დამოწმდეს ყველაფერი - ინტერვიუ, წერილი, ხელნაწერი და ა.შ.

  11. წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • (ავტორის გვარი წელი, XX) • (გეგეჭკორი 2007, 142) • (კეკელიძე 1926, 27-28) • (პირველი ავტორის გვარი და მეორე ავტორის გვარი წელი, XX-XX) • (კეკელიძე და ბარამიძე 1987, 45) • (პირველი ავტორის გვარი, მეორე ავტორის გვარი და მესამე ავტორის გვარი წელი, XX) • (ხუბუტია, უგულავა და გიგინეიშვილი 1989, 76) • (პირველი ავტორის გვარი და სხვები წელი, XX) • (გიორგაძე და სხვები 2008, 93) • (Hall et al. 1987, 114-15)

  12. წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • (რედაქტორის გვარი წელი, XX) • (Silverstein 1974, 34) • (ორგანიზაციის სახელი წელი, XX-XX) • (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2003, 50) • უცნობი ავტორი: • ([გვარი?] წელი, XX) - ([Cook?] 1730. 5-6) • (სათაური წელი, XX) - (A true and sincere declaration 1610, 17) • გამოცემის თარიღის გარეშე: • (გვარი თ.გ., XX) - (Smith n.d., 5) • (გვარი [წელი?], XX) - (Miller [1750?], 5) • გამოსაცემად გადაცემული წიგნი: • (ავტორის გვარი, ბეჭდვაშია, XX) - (Author’s surname, Forthcoming, XX)

  13. წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • მრავალტომიანი წიგნი: • (გვარი წელი, ტომის ნომერი: XX) - (Byrne 1981, 4:243) • (გვარი წელი (წლები), გამოყენებული ტომის ნომერი: XX) - (Tillich 1951-63, 2:41) • თუ დამოწმებულია მთლიანი თავი ან სხვა ნაწილი: • „თ.“ („chapt.“), ნაწილი - „ნაწ.“ („pt.“), წიგნი - „წ.“ („bk.“), სექცია - „სექ.“ („sec.“) • (გვარი წელი, ნაწილის ნომერი) - (Miller 1996, pt. 2) • დამოწმებული შენიშვნა: • (გვარი წელი, XX შენ.) - (გრაფტონი 1997, 72 შენ.) • (გვარი წელი, XX შენ. შენიშვნის ნომერი) - (ბოლინგერი 1980, 192შენ.23, 192შენ.30, 199შენ.14, 201შენ.-ები16-17)

  14. წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • დამოწმებული ილუსტრაციები და ცხრილები: „ნახ.“ („fig.“), „ცხრილი“, „რუკა“, „დაფა“ („table“, „map“, „plate“) • (გვარი წელი, XX, ცხრილი ცხილის ნომერი) – (Sobel 1993, 87, table 5.3); (სობელი 1993, 87, ცხრილი 5.3) • დამოწმებული სტრიქონი: • (გვარი წელი, სტრ.-ები სტრიქონების ნომრები) - (Nash 1945, lines 1-4); (ნეში 1945, სტრ.-ები 1-4) • URL მისამართი, წყაროს მუდმივი იდენტიფიკატორი, წვდომის თარიღი • doi: 10. 006/jeth.2000.2694 (წვდომის თარიღი 2006 წლის 17 მაისი) • წიგნის ნაწილის დამოწმება: • (ნაწილის ავტორის გვარი წელი, XX-XX) (Carr and Schuurman 1996, 13-14)

  15. წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • თუ ნაშრომის თავდაპირველი გამოცემი თარიღი მნიშვნელოვანია: • (გვარი [თავდაპირველი გამოცემის თარიღი] წელი, XX) - (Wigglesworth [1662] 2003, 68) • ელექტრონული წიგნი: • (გვარი წელი, ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ) - (Samora and Simon 2000, under “Civil War in mexico”) • (გვარი წელი) - (Samora and Vandel Simon 2000) • სამეცნიერო ჟურნალის სტატია: • (ავტორის გვარი ჟურნალის გამოსვლის წელი, XX-XX) - (Burns 2005, 95); (Jenkins, Jacobs, and Agnone 2003, 298-99) • ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატია: • (ავტორის გვარი გამოსვლის წელი, ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ) - (Uzzi and Spiro 2005, under “Milgram‟s small world theory”) • (ავტორის გვარი გამოსვლის წელი) - (Uzzi and Spiro 2005)

  16. წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • საგაზეთო სტატია: • (ავტორის გვარი წელი) - (Kamin 2005) • (გაზეთის სახელწოდება წელი) - (New York Times 2004) • კლასიკური ნაწარმოებები: • (ავტორი სათაური ადგილის მითითება): • (არისტოფანე ბაყაყები 1019-30) • (არისტოტელე მეტაფიზიკა 3.2.996ბ5-8) • (პლატონი რესპუბლიკა 360ე-361ბ) • (Augustine De civitate Dei 20.2) • ბიბლია: • (1 კორ. 6:1-10); (1 Thess. 4:11, 5:2-5, 5:14) • საცნობარო ლიტერატურა: • (სათაური, გამოცემა, იხ. „დასამოწმებელი სიტყვა, პიროვნება თუ სტატია“) - (Encyclopedia Britannica 15th ed., s.v. “Salvation”)

  17. გმადლობთ ყურადღებისთვის!

More Related