1 / 29

პროექტი:„კამპანია ქალთა უფლებების დასაცავად გურიის რეგიონში“

პროექტი:„კამპანია ქალთა უფლებების დასაცავად გურიის რეგიონში“. პროექტში მონაწილე პირები ორგანიზაცია :ქალები რეგიონის განვითარებისთვის. პროექტის დირექტორი- ქეთევან ხიდაშელი პროექტის კოორდინატორები: თეა ლომთათიძე

ziva
Download Presentation

პროექტი:„კამპანია ქალთა უფლებების დასაცავად გურიის რეგიონში“

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. პროექტი:„კამპანია ქალთა უფლებების დასაცავად გურიის რეგიონში“

  2. პროექტში მონაწილე პირები ორგანიზაცია:ქალები რეგიონის განვითარებისთვის. პროექტის დირექტორი- ქეთევან ხიდაშელი პროექტის კოორდინატორები: თეა ლომთათიძე პარტნიორი ორგანიზაციიდან კოორდინატორი -ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის რეგიონალური კომიტეტის ხელმძღვანელი -ზაირა ბერიძე სათემო მუშაკები: სოფ.ნარუჯა-ნანა კიკაბიძე სოფ.ნასაკირალი-ნაზი ირემაძე ს.დვაბზუ-ქეთინო ღლონტი ს.გაღმა დვაბზუ-თინათინ ღლონტი ს.მერია-დალი ჩავლეშვილი პროექტის მარდამჭერია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრი - საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს გაუწევს იურიდიულ დახმარებას .

  3. გრძელვადიანი მიზანი: რეგიონში გენდერული თანასწორობის მიღწევა პროექტის მიზანი: ადგილობრივ დონეზე, თემში ქალთა უფლებების დაცვა და პოლულარიზაცია.

  4. ამოცანები • ტრენინგები • ინფორმაციების მოძიება თემებში ქალთა საჭიროებების შესახებ. • ადგილობრივ ბიუჯეტის მონიტორინგი ქალთა საჭიროებების გათვალისწინების თვალსაზრისით. • გენდერული ბიუჯეტის სამართლიანად დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციის მიწოდება საკრებულოსათვის. • ქალთა გამოფენა

  5. ტრენინგი-გენდერული ბიუჯეტის კვლევე და ანალიზი • ტრენერი-მიხეილ თოქმაზიშვილი

  6. ოზურგეთის რაიონის 5 სოფლის საჭიროებების კვლევა გენდერული ბიუჯეტისთვის( დვაბზუ, გაღმა დვაბზუ, ნასაკირალი, მერია, ნარუჯა) კვლევა • შესავალი • კვლევაგანხორციელდა “ქალებირეგიონისგანვითარებისთვის” ის მიერ,რომელიცდაფინანსებულია ქალთა ფონდი საქართველოში-პროექტის „.ქალთაუფლებებისდაცვისკულტურისდანერგვა“-ფარგლებში • აღნიშნულიკვლევისმიზანი იყო ოზურგეთისმუნიციპალიტეტისმოსახლეობისთვის გენდერული ბიუჯეტის შექმნაში წვლილის შეტანა, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის რეკომენდაციების მიწოდებას გენდერული ბიუჯეტის კუთხით და სოფლის განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტების განსაზღვრაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა • სულ გამოკითხულინ იქნა 113 ქალბატონი, რომლებმაც შეაფასეს თავიანთი ოჯახის წევრების მდგომარეობა , სულ შეფასდა 536 ადამიანის მდგომარეობა. მათგან 205 იყო ქალბატონი, 192 მამაკაცი, 113 ბავშვი, და 46 ხანდაზმული.

  7. 536 ადამიანიდან დასაქმებული გახლდათ 146 ადამიანი

  8. დასკვნა: • 286 დასაქმებულიდან, დასაქმებულია 47% ქალი, 44% მამაკაცი, 5% ბავშვი (თვითდასაქმება)და 4% დახანდაზმული(თვითდასაქმება) • დასაქმების სფეროს მიხედვით საჯარო სამსახურში დასაქმებულია 65,8% ქალი 34,2% მამაკაცი,კერძო დაწესებულებაში-40% ქალი, 60% მამაკაცი. საკუთარი ბიზნესი- 24,1% ქალი,75,9% მამაკაცი. საოჯახო მეურნეობაში დაკავებულია 47,1% ქალი და 40,2% მამაკაცი. • მათი სამუშაო დრო შემდეგნაირად არის განაწილებული დასაქმებული 134 ქალი დღეში საშუალოდ 10 საათს მუშაობს , 126 მამაკაცი კი 8 საათს, მოზარდები 1,2 საათს , ხანდაზმულები კი 2,4 საათს.

  9. გამოკითხულთა საშუალო ხელფასი დასაქმების სფეროს გათვალისწინებით ასე გამოიყურება: დასკვნა: ქალის შრომა არ აისახება მის ანაზღაურებაში სამუშაოზე დახარჯული დროის გათვალისწინებით გამოკითხული 113 ქალბატონი ამბობს, რომ ის პირადი აუცილებელი მოხმარების ნივთებში ხარჯავს 9 ლარს , სჭირდება 48 ლარი. დასკვნა: ქალი შრომობს ბევრს , აქვს მცირე ანაზღაურება, ვერ ხარჯავს თავისთვის მინიმუსაც კი. გამოკითხული ქალბატონების 27% გახლდათ 35 წლამდე, 41% 50 წლამდე ხოლო 32% კი 50 წლის ზემოთ.

  10. 1. კითხვაზე:Tqveni ojaxis finansuri mdgomareoba asaxavs Tu ara Temis saerTo mdgomareobas? 44% ამბობსრომასახავს, 29% -არასახავს, 27% ამბობსრომმეტნაკლებად. 2. კითხვაზე- რამდენად ერთვებით თემის საერთო პრობლემების განხილვაში? 57%-ამბობს რომ მხოლოდ საუბრობს 43% ამბობს რომ საერთოდ არ სცალია 3. კითხვაზე: რამდენად იცნობთ სოფლის განვითარების პროგრამას? 27% ამბობსრომიცნობს, 14% -სგაუგია, მაგრამარ მიუღიამონაწილეობა, 53% ამბობსმეტნაკლებად, 6% -სარგაუგია 4. თემის პრიორიტეტების განხილვაში მონაწილეობა მიუღია გამოკითხულთა 34%-ს, ხოლო 66%-ს არ მიუღია. 5. კითხვაზე: რამდენად გაითვალისწინეს ხალხის აზრი? 24% ამბობსრომარგაითვალისწინეს, 36% გაითვალისწინეს, 40% თვლის, რომმეტნაკლებად

  11. პრიორიტეტები- დვაბზუ

  12. დასკვნა • სოფლის ცენტრალურ გზაზე გადის გაზსადენი, რაც ქმნის საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას,სოფელი ქალაქური ტიპის დასახლებაა, მცირემიწიანი, მოსახლეობას არ აქვს შემოსავლები, ზამთრისთვის ვერ ყიდულობენ შეშას, მათი მრავალწლიანი მოთხოვნაა გაზიფიკაცია, ყოველწლიურად სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ გამოკითხვაში ყოველთვის პიურვლ ადგილზეა ეს პრობლემა, რომელიც დღემდე ვერ გადაწყდა. • ასევე უკმაყოფილებას ქმნის საერთო მრიცხველები, მოუწესრიგებელი ელექტრო ბოძები, ეს საკითხის ყოველწლიურად ლიდერობს პრობლემების ნუსხაში. დასაქმება ხომ საერთო პრობლემაა არამარტო სოფლის, მთელი ქვეყნის. სოფელს არ გააჩნია კლუბი, ახალგაზრდებისთვის რაიმე ტიპის თავშეყრის ადგილი, რის გამოც სოფლის ახალგაზრდების დიდი ნაწილი ან უკვე ნასამარლევია, ან ციხეშია და სასჯელს იხდის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოფლიდან 9 პატიმარია. ტრანსპორტის პრობლება ძალიან მწვავედ დგას, მიუხედავად ქალაქთან სიახლოვისა სოფელს არ ჰყავს ტრანსპორტი, გამვლელი ავტობუსი ვერ უმკლავდება მგზავრთა რაოდენობას. მოუწესრიგებელია სკოლა, სოფელს არ აქვს კანალიზაცია, წყალი, სავალალო მდგომარეობაშია ტაძარი, შასაძლებელია ნებისმიერ წუთს ჩამოინგრეს, ესაჭიროება აღდგენითი სამუშაოები. • ჩამოთვლილი პრობლემებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი გენდერულად მგრძნობიარე საკითხებია, რომლებსაც ბიუჯეტის დამტკიცების დროს ნაკლებად ითვალისწინებენ.

  13. პრიორიტეტები-გაღმა დვაბზუ

  14. დასკვნა • ამ სოფლისთვისაც 1 ადგილზეა გაზიფიკაცია, რომელიც გამოკითხვის დროს ქალებმა დაასახელეს. გარე განათება აღმოჩნდა სოფლის განვითარების პრორამის პრიორიტეტი , მაშინ როცა მისი რიგითობა ჩვენს გამოკითხვაში მე-9-ეა. სოფლის ქალებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამბულატორია,ტრანსპორტი და გადამზადების კურსები, სოფელს აწუხებს ძველი საბჭოთა დროის გიგანტი საწარმოების ნანგრევები, რომლებიც სოფელში ქმნის საშიშ მდგომარეობას ქვეწარმავლების მხრივ, აუცილებეილა, ამ ნარჩენებისაგან სოფლის გაწმენდა, სოფლის მოსახლეობა მზადაა თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში.

  15. პრიორიტეტები-ნასაკირალიპრიორიტეტები-ნასაკირალი

  16. დასკვნა • ს. ნასაკირალი დასახლებულია ხულოდან ჩამოსახლებული აჭარელი მოსახლეობით (არიან ეკო მიგრანტები,ეწევიან მძიმე შრომას, განსაკუთრებით ქალები, ხშირია გოგონების პატარა ასაკში დაქორწინების ფაქტები, ბევრია მრავალშვილიანი ოჯახები, სკოლა და ბაღი 7 კმ-ითაა დაშორებული სოფლიდან , ბავშვების უმრავლესობისთვის ბაღი უცხო ხილია, სოფელი მთაგორიანია, არის, როგორც წყლის, ასევე გზის პრობლემა.ს. ნასაკირალის ქალები ძირითადად დაკავებულნი არიან რეწვით, მათი ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია, თითქნის ყველამ იცის ხელსაქმე(ქარგვა, ქსოვა, დაზგაზე ხალიჩებისა და ფარგაგების ქსოვა) მათი საქმიანობით შესაძლებელია მათი ყოფისა და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოფელს აქვს საუკეთესო გარემო და შესაძლებელია იქ აგროტურიზმის განვითარება, რაც ასევე ხელს შეუწყობს მათი სოფლის განვითარებასა და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგრადობას, მამაკაცების უმრავლესობა თურქეთშია გადახვეწილი და იქედან არჩენენ ოჯახებს, ქალების დიდ ნაწალს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, 25-26 წლის ა უკვე საკმაოდ დიდი ასაკისა გამოიყურება.

  17. პრიორიტეტები-მერია

  18. დასკვნა • ს. მერიაში ჩატარებული გამოკითხვებში მონაწილეობა მიიღეს ძველი სამხედრო ქალაქის დასახლების საერთო ბინების მობინადრეებმა, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება, ბინებში არ მოდის წყალი, ჭერი თითქმის არ აქვს კორპუსს, ბინები გარედანაც და შეგნიდანაც ავარიულად გამოიყურება, ბინებში მცხოვრებთა დიდი უმრავლებობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, იღებს შემწეობას, მაგრამ მიუხედავად ამისა მათი მდგომარეობა მაინც უკიდურესად მძიმეა. მათ მიერ ჩამოთვილი ყველა პრობლემა გენდერული თვალსაზრისით სწორედ რომ ქალური პრობლემებია, ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები მამაკაცები არიან , ეს ჩვენმა კვლელებმაც დაამტკიცა, ქალების სამუშაო ადგილი ხშირად შემოიფარგლება შემდეგი პროფესიებით: მდივანი, დამხმარე პერსონალი, დამლაგებელი, ბიუჯეტის შედგენის დროს მუშაობის დროს დიდ ყურადღებას აქცევენ ინფრასტრუქტურას, სპორტულ მოედნებს, ნაკლებად ფიქრობენ ქალისთვის შექმნან კომფორტი, გაუყვანონ წყალი, გაზი, ნაკლებად ფიქრობენ ჯანმრთეობის დაცვაზე, ამ საკითხებზე, როგორც წესი ოჯახში ქალები ზრუნავენ.

  19. პრიორიტეტები-ნარუჯა

  20. დასკვნა • თითოეულ სოფელს მიუხედავად საერთო პრობლემებისა მაინც გააჩნია დამახასიათებელი, ინდივიდუალური პრობლემები, რომელიც დანარჩენი სხვა სოფლებისაგან მკვეთრად განსხვავდება, სწორეა ასეთი შემთხვევა გახლდათ ს. ნარუჯაში სოფლეი ფერდობზეა გაშენებული, საოცრად ლამაზი გარემოა, ძალიან აწუხებთ ნაგვის პრობლემა, მათი მოთხოვნა ერთსულოვანი გახლდათ, გამოკითხვის დროს შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის რწმუნებულის აპარატის წევრები, რომლებმაც იგივე საკითხებზე ისაუბრეს, სოფლის მოსახლეობა და გამგეობა იყო ერთსულოვანი, ეს არ იყო მოჩვენებითი, შეიმჩნეოდა, რომ სოფლის აქტიურ ქალებს საკმაოდ ბევრი ჰქონდათ ნაფიქრი თავიანთ სოფელზე, მის გალამაზებაზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი აქაც ეკომიგრანტები არიან მთიანი აჭარიდან. ამ დასახლებაშიც თვალშისაცემი იყო გოგონებისა და ქალთა უფლებების არცოდნა.

  21. პრიორიტეტები 5 სოფლისთვის

  22. ოზურგეთის საკრებულოს სოფლის ხელშემწყობი პროგრამით დაფინანსებული პროექტები გენდერული ინტერესების გათვალისწინებით

  23. 8 მარტს (შემოქმედ ქალთა ნამუშევრების გამოფენის მოწყობა, ფოტოგამოფენა, ვიდეო არტების ჩვენება) • ოზურგეთის გალერეაში მოეწყობა გამოფენა თემაზე: „გენდერული ძალადობა“. საუკეთესო ნამუშევრით დაიბეჭდება პოსტერი. საგამოფენო დარბაზის იჯარის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია ოზურგეთის გალერეის დირექტორთან ბ-ნ ავთანდილ თავართქილაძესთან.

  24. ქალთა გამოფენა

  25. ნასაკირალი-პოლონეთის ელჩი ქ-ნი ურშულა დოროშევსკა

More Related