70 likes | 268 Views
პროექტი - საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურს ბაზა www.foidata.ge პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. პროექტის მიზნები:. საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;
E N D
პროექტი - საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურს ბაზა www.foidata.geპროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ
პროექტის მიზნები: • საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება; • საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა; • ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა; • მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება.
თემატურად შექმნილ განსხვავებულ ბლოკებში განთავსდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მიერ ოფიციალურად გაცემული ინფორმაცია:
მონაცემთა ბაზა რეგულარულად განახლდება სხვადასხვა გზით: • ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ოფიციალური გამოთხოვნით; • ინფორმაციის გამოთხოვნა - საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით; • საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგით; • ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მოძიების და განთავსების გზით.
ონლაინ რესურს ბაზა საჯარო ინფორმაციით შეივსება სამ ეტაპად, კერძოდ, ინფორმაცია გამოქვეყნდება: • სამინისტროების და თბილისის მერიის შესახებ; • სსიპ და საქვეუწყებო დაწესებულებების შესახებ; • რეგიონული და მუნიციპალური ორგანოების შესახებ.
რეზონანსული საქმეები პროექტის ფარგლებში ინსტიტუტის ექსპერტები ჩაატარებენ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე რამდენიმე რეზონანსული საქმის დეტალურ კვლევას რომლის შედეგებიც გამოტანილი იქნება საზოგადოების სამსჯავროზე.
პროექტის ეფექტურად განხორციელებისმიზნით,შეიქმნება მედია-კლუბი , რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს ინსტიტუტთან და რეგულარულად მიიღებს მნიშვნელოვან განახლებულ საჯარო ინფორმაციას.