260 likes | 534 Views
„თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან ქ. თბილისი, 0 3 . 11 .2009 წ. დღის წესრიგი. შეხვედრის მიზანი და ამოცანები:. შეხვედრის მიზანი:
E N D
„თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთანქ. თბილისი, 03.11.2009 წ.
შეხვედრის მიზანი და ამოცანები: • შეხვედრის მიზანი: • თვითმმართველობის სფეროში არსებული პრობლემატიკის განხილა და მოსაზრებათა სისტემატიზაცია სისტემის შემდგომი სრულყოფისათვის. • შეხვედრის ამოცანები: • ,,თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის კოალიციის’’ მიზნების გაცნობა; • კოალიციის ხედვა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სამომავლო განვითარების შესახებ; • პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სამომავლო განვითარების შესახებ; • დისკუსია და სამომავლო აქტიობებზე მსჯელობა.
კოალიციის მიზნები • საქართველოში რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების ხელშეწყობა; • დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ინტერესებისადმი ადექვატური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მოდელის პოპულარიზაცია; • ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, თვითმმართველობის ორგანოთა შესაძლებლობის გაზრდა; • მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა სახელისუფლებო პროცედურებსა და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში; • მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეებზე მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების პირობების შექმნის ხელშეწყობა; • რეალური ფისკალური დეცენტრალიზაციის დამკვიდრების ხელშწყობა.
კოალიციის მუშაობის პრინციპები • კოალიციის იურიდიული სტატუსი - არარეგისტრირებული კავშირი, იგი ემყარება ჰორიზონტალურ კოორდინაციას წევრებს შორის. • კოალიციის სამუშაო ორგანო - კოალიციის საბჭო, რომელიც შედგება მემორანდუმზე წევრი-ორგანიზაციების სახელით ხელისმომწერ პირთაგან. • კოალიციის წევრობა - წევრი შეიძლება იყოს როგორც ორგანიზაცია ასევე ინდივიდუალური პირი. ახალი წევრის მიღება ხდება კოალიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, თითოეული წევრი ორგანიზაციის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. • კოალიციის წევრის გარიცხვა - თუ ის გამოვა მემორანდუმით დეკლარირებული პრინციპების საწინააღმდეგოდ და არ დაიცავს მათ.
კოალიციის შექმნის ინიციატორები • დავით ლოსაბერიძე - ექსპერტი, მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი; • კონსტანტინე კანდელაკი - გამგეობის თავმჯდომარე, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; • დავით ნარმანია - აღმასრულებელი დირექტორი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; • მიხეილ ჩიტაძე - გამგეობის თავმჯდომარე, გორის საინფორმაციო ცენტრი; • ირაკლი ჩავლეიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს ქალაქებისა და თვითმმართველობების კავშირი; • პაატა გურგენიძე - გამგეობის თავმჯდომარე, კავკასიის ჟურნალისტთა ქსელი. • დამატებით გაწევრიანებული ორგანიზაციები (21+18 ორგანიზაცია).
მიმართვა ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლოზ გილაურს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ მიხეილ მაჭავარიანს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ბატონ დავით ტყეშელაშვილს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ივანე ხუხუნაიშვილს საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას (სულ 25): USAID, US Embassy, WB, NDI, IRI, UNDP, EU, EC, GTZ, OSCE, CARE, CHF, Mercy Corps, SIDA, EP Found, OSGF, IRD, Swiss Agency,People in Need, Embassies…
ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული პრობლემები: • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მოდელის ნაკლოვანებები; • კომპეტენციების მკაფიო საკანონმდებლო გაუმიჯნაობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ასევე ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელებაში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა; • “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიის უხეში დარღვევები; • ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლების სიმწირე და ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი; • თვითმმართველობის ხარჯვით პოლიტიკაში უხეში ჩარევა და ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების დაფინანსების იძულება; • მწირი ადგილობრივი ქონებრივი ბაზა; • ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის დაბალი დონე; • საარჩევნო სისტემის გაუმართაობა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები.
არსებული პრობლემის გამოსწორების მიზნით აუცილებელია განხორციელდეს: • საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და შესაბამისი კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება; • ადგილობრივი თვითმმართველობის ორდონიან სისტემაზე (მსხვილი მუნიციპალიტეტები და რეგიონები) გადასვლა; • ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნა ხელისუფლების სხვადასხვა დონეს (ცენტრი, ავტონომია, რეგიონი) შორის და ყველა დონის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების ჩამოყალიბება; • კომპეტენციებისა და უფლება-მოვალეობების ნათელი განსაზღვრა და ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე; • თვითმმართველობებისათვის ქონებისა და საგადასახადო შემოსავლების ნაწილის გადაცემა. დეცენტრალიზებული საბიუჯეტო და სატრანსფერტო სისტემის ფორმირება; • საჯარო მოხელეთა უნარების და მოტივაციების გაზრდა; • მმართველობით პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება.
ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძველი • ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ • სუბსიდიარობის პრინციპი • ძალაუფლება განხორციელებული უნდა იყოს მმართველობის იმ დონეზე, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს არის ხალხთან.
ორდონიანი თვითმმართველობის მოდელი ორდონიანი თვითმმართველობის იდეა შესაძლებელს ხდის ფუნქციების, კომპეტენციებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილებას ქვედა, უფრო დემოკრატიულ, და ზედა, რესურსების მხრივ უფრო უზრუნველყოფილ, დონეებს შორის. ორდონიანი სისტემის არსებობა საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას გარკვეული კომპრომისი, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტების კომპეტენციებისა და რესურსების რეალურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობასთან სიახლოვესა და ადგილობრივი ინტერესების დაცვას შორის.
ტერიტორიული მოდელი თვითმმართველობის პირველ დონეს წარმოადგენს ქალაქები და თემები (დაახ. 300 ერთეული, საშუალოდ 10-15 ათ. მცხ.). თვითმმართველობის მეორე დონეს წარმოადგენს მხარეები და დედაქალაქი. თბილისი წამოადგენს მხარის სტატუსის მქონე ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც ამავე დროს ახორციელებს თვითმმართველობისა და დედაქალაქისათვის კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფოსაგან მინიჭებულ ფუნქციებს. იგი იყოფა მუნიციპალიტეტებად (თვითმმართველ ერთეულად, 25-30).
მმართველობის სისტემები პირველი დონის თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოები არიან წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო და აღმასრულებელი ორგანო მერია (ქალაქებში) და გამგეობა (თემებში). აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელია მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი (ქალაქებში) და გამგებელი (თემებში). მხარის ხელისუფლების ორგანოები არიან არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო - სათათბირო (აირჩევა მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით) და აღმასრულებელი ორგანო მთავრობა. მხარის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელია სათათბიროს მიერ არჩეული მხარის მმართველი . მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით ყველა დასახლებულ პუნქტში აირჩევა მამასახლისი და საზოგადოებრივი საბჭო.
ექსკლუზიური კომპეტენციები • სკოლამდელი განათლება • პირველადი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება • ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული დაწესებულებების (ბიბლიოთეკები, თეატრები, პარკები და ა. შ.) კურირება • კომუნალური მეურნეობა • ადგილობრივი გზები • საზოგადოებრივი ტრანსპორტი • სივრცითი დაგეგმარება და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება • ადგილობრივი მმართველობითი ფუნქციები
დანარჩენი ფუნქციები • მმართველობის დანარჩენი (შედარებით რესურსტევადი) ფუნქციები უნდა განახორციელოს მმართველობის ზედა (რეგიონულმა) დონემ, ხოლო საერთო-ეროვნული ფუნქციები (საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა, მაკროეკონომიკური სტიმულირება, კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ა. შ.) - ცენტრალურმა ხელისუფლებამ. • ადმინისტრაციულ-ტერიტორიულმა ერთეულებმა თავიანთი უფლებამოსილებანი უნდა განახორციელონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი საერთო-სამართლებრივი პრინციპების საფუძველზე.
ზედამხედველობა • ადგილობრივი თვითმმართველობის/მხრეების ორგანოებს ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ზედამხედველობის საკითხებში პრეზიდენტის სამხარეო წარმომადგენელი კანონმდებლობით ნათლად გამიჯნული უფლებამოსილებების ფარგლებში. ჩარევით ღონისძიებებთან შედარებით უპირატესობა ენიჭებს პრევენციულ (პროფილაქტიკურ) ღონისძიებებს. • ექსკლუზიური კომპეტენციების სფეროში თვითმმართველობის/მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმებული იქნას მხოლოდ სასამართლოს მიერ. ცენტრალური ხელისუფლება ამოწმებს ამ გადაწყვეტილებათა მხოლოდ კანონიერებას. • დელეგირებული კომპეტენციების შემთხვევაში მადელეგირებელი დონის ორგანოები ამოწმებენ უფლებამოსილებათა გახორციელების როგორც კანონიერებას, ისე ეფექტურობას (ფინანსური მონიტორინგის ჩათვლით).
თვითმმართველობისAარსებულ სისტემაში გასატარებელი ცვლილებები აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელთა (გამგებლების და მერების) პირდაპირი არჩევის უზრუნველყოფა და ქ. თბილისში არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა; თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრება: ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მრავალფეროვანი და ქმედითი მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია, მ.შ. მმართველობით პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება; მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა აირჩეს მამასახლისი და საზოგადოებრივი საბჭო.
მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელების პრინციპი • მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა დასახლებაში და თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებში აირჩევა დასახლების მამასახლისი და საზოგადოებრივი საბჭო. • დასახლების მამასახლისი აირჩევა ყველა დასახლებაში, საზოგადოებრივი საბჭო კი ისეთ დასახლებებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანზე მეტია. დასახლებაში 100 რეგისტრირებულ ადამიანზე ნაკლები მოსახლით საზოგადოებრივი საბჭოს ფუნქციას ასრულებს დასახლების საერთო კრება. • მამასახლისი აირჩევა პირდაპირი ფარული კენჭისყრით;
მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელების პრინციპი • საზოგადოებრივი საბჭო აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, მრავალმანდატიან მაჟორიტარული წესით. საზოგადოებრივი საბჭოს წევრების რაოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო და წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15 წევრით. • მამასახლისი და საზოგადოებრივი საბჭოები აირჩევა თვითმმართველობების არჩევის უფლებამოსილების ვადით. • მამასახლისი არ შეიძლება იყოს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი. • საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არ იღებენ შრომის ანაზღაურებას.
dasaxlebis xelisuflebis organoebis uflebamosilebebi • წარმოადგენენ დასახლებაში რეგისტრირებული მოსახლეობის ინტრესებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ორგანოებში, რომლის შემადგენლობაშიც შედის აღნიშნული დასახლება; • უზრუნველყოფენ დასახლების საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას; • შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველი ერთუელის ცალკეულ უფლებამოსილებათა დასახლების ტერიტორიაზე განხორციელებას; • უზრუნველყოფენ დასახლების საერთო კრებებისა და მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილი წესით; • საკუთარი ინიციატივით, ან დასახლების საერთო კრების გატაწყვეტილების საფუძველზე, კოორდინაციას უწევენ დასახლების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სავალდებულო ექსკლუზიური უფლებამოსილებების გადაწყვეტას;
dasaxlebis xelisuflebis organoebis uflebamosilebebi • ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოების მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს ამ ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილი წესით და გადაცემული შესაბამისი მატერიალური და ფინანსური სახსრების ფარგლებში; • უფლებამოსილია დასახლების სახელით, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოებში შეიტანოს დასახლებასთან დაკავშირებული წინადადებები; • ასრულებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოების მიერ დასახლების ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის შესახებ მიღებული წესდებით გათვალისიწნებულ სხვა უფლებამოსილებებს; • დასახლების მამასახლისი ახორციეელებს დასახლების ხელისუფლების ორგანოებისათვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, ხოლო საზოგადოებრივი საბჭო იღებს ამ უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ისმენს და აფასებს მამასახლისის ანგარიშებს, ამტკიცებს დასახლების ხელისუფლების ორგანოების ფუნქციონირების წესს, ამტკიცებს დასახლების ყოველწლიურ ხარჯთაღრიცხვას.
თვითმმართველობის ფინანსები მეტი ფინანსური სიძლიერის უზრუნველსაყოფად საშემოსავლო გადასახადის ნაწილის (20%-იანი და 12%-იანი განაკვეთიდან 5%-ის) დატოვება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რათ მათ დამატებით მისცემს 270-280 მლნ.-მდე ლარს; გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის დახვეწა, რეალურად დათვლადი კოეფიციენტების შემოღება და მათ უზრუნველსაყოფად საჭირო სტატისტიკის სისტემის შექმნა. ამით გამოირიცხება სუბიექტური მიდგომები ცალკეული თვითმმართველობების მიმართ; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით მთლიანი ხარჯების მიმიმუმ 10%-ის გათვალისწინება, რაც საშუალებას მოგვცემს ყოველწლიურად მინიმუმ 520 მლნ. ლარი იყოს გათვალისწინებული (ნაცვლად დღეს არსებული 300 მლნ. ლარისა); საქართველოს საგადასახადო კოდექსში ქონების გადასახადის ნაწილში არსებული საგადასახადო შეღავათების უმეტესი ნაწილის გაუქმება, რაც დაახლოებით 90-100 მლნ. ლარის შემოსავალს მოუტანს თვითმმართველობებს. ჯამში დამატებით უზრუნველყოფილი იქნება 580-600 მლნ. ლარი.
თვითმმართველობის ფინანსები ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიეცეთ მეტი დამოუკიდებლობა ბიუჯეტების ხარჯვაში და სახელმწიფო რწმუნებულის მხრიდან ადმინისტრაციული ზედამხედველობა არ უნდა გადაიზარდოს კონტროლში, ასევე მინიმუმანდე უნდა შემცირდეს ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯვით პოლიტიკაში; საბიუჯეტოი ხარჯების დაგეგმვის პროცესში აუცილებელია მოსახლების ჩართულობის ხარისხის გაზრდა, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააფინანსოს ის საკითხები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ადგილობრივ მოსახელობას; საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რითაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილება უკვე არსებული დარღვევების გამოსწორების შესახებ ისევ უნდა დაუბრუნდეს თავდაპირვეკლ ვარიანტს, ხოლო საბიუჯეტო კანონმდებლობაში გაკეთდეს რეალური ფინანსური დამოუკიდებლობის მხარდაჭერი ცვლილებები.