150 likes | 464 Views
თვალის ფუნქციონირება. მხედველობის ფუნქციონირება იყოფა მხედველობის ტექნიკურ და მხედველობის ფუნქციურ ნაწილებად. მხედველობის ტექნიკური ნაწილი. ფიქსაცია - მზერის ფიქსირება მხედველობის ობიექტზე, მაგ. კითხვის დროს თვალის საკადური მოძრაობა - მხედველობის გადატანა ფიქსაციის ერთი წერტილიდან მეორეზე
E N D
მხედველობის ფუნქციონირება იყოფა მხედველობის ტექნიკურ და მხედველობის ფუნქციურ ნაწილებად
მხედველობის ტექნიკური ნაწილი • ფიქსაცია - მზერის ფიქსირება მხედველობის ობიექტზე, მაგ. კითხვის დროს • თვალის საკადური მოძრაობა - მხედველობის გადატანა ფიქსაციის ერთი წერტილიდან მეორეზე • აკომოდაცია - ბროლის ფორმის ცვლილება ობიექტის დაცილების შესაბამისად • სხივის გარდატეხა - ობიექტიდან არეკლილი სხივის გარდატეხა რქოვანასა და ბროლის საშუალებით და ფოკუსირება ფოსოზე გამოსახულების სიცხადისთვის
მხედველობის ფუნქციური ნაწილი მხედველობის სიმახვილე: თვალის მიერ უმცირესი დეტალების მკაფიოდ გარჩევის უნარი მაქსიმალური სიმახვილისთვის იბიეტის გამოსახულება უნდა მოხვდეს ყვითელი ხალის ცენტრში - ფოსოზე ფოსოდან უმცირესი გადახრის შემთხვევაში მხედველობის სიმახვილე ეცემა 0.1 (20/200) მდე
მხედველობის ველი • პირდაპირი მზერის შემთხვევაში, თვალის მოძრაობის გარეშეც ადამიანი ხედავს პერიფერიებზე • ველი, რომლის ერთბაშად დანახვა არის შესაძლებელი თვალის მოძრაობის გარეშე, როცა მზერა მიმართულია პირდაპირ, წარმოადგენს მხედველობის ველს • მხედველობის ველის ცენტრალური ნაწილი აღიქმება ორივე თვალით(ბინოკულარული მხედველობა); • მხედველობის ველის პერიფერიული ნაწილი აღიქმება ერთი თვალით (მონოკულარული მხედველობა).
თვალის ფუნქციონირება და მხედველობის ველი ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=7-_8PEDNUy4
სივრცეში ორიენტაციისთვის გვერდით მხედველობას დიდი მნიშვნელობა აქვს • მხედველობის ცენტრი ძირითადად გამოიყენება ახლო დისტანციაზე, მაგალითად კითხვის დროს • მხედველობის ველის შეფასებისას მოწმდება რა არის ის უმცირესი სინათლე, როცა თვალს შეუძლია პერიფერიულ ველში დაინახოს.
მხედველობის ველის დარღვევა • მხედველობის ველის დარღვევა სხვადასხვა სურათს იძლევა • პერიფერიული მხედველობის დარღვევის შემთხვევაში რთულდება სივცეში ორიენტაცია • მხედველობის ცენტრის დაზიანების შემთხვევაში ორიენტაცია ადვილია, მაგრამ რთულდება კითხვა და წვრილი დეტალების გარჩევის უნარი.
კონტრასტის მგრძნობელობა • ფონისა და ფიგურის გარჩევის უნარი– დამოკიდებულია ფერსა და სიდიდეზე • დაბალი კონტრასტული მგრძნობელობის შემთხვევაში ადამიანს უჭირს ფონისა და ფიგურის გარჩევა, შესაბამისად გართულებულია კითხვა, სახის ნეკვთების და სახის ექსპრესიის გარჩევა. გარემო ხდება “ბრტყელი”
განათების სხვადასხვა დონესთან ადაპტაცია • ჯანმრთელი ადმიანის თვალს შეუძლია ფუნქციონირება განსხვავებული ინტენსივობის განათების პირობებში რამდენადაც მხედველობას აქვს შუქის ინტენსივობის ცვლილებისადმი შეგუების უნარი. • ქათმის სიბრმავე ჩნდება მაშინ, როდესაც ჩხირები კარგავენ ფუნქციას და ადამანი ვერ ხედავს შებინდებისას • ფოტოფობია – მხედველობის შეგუების პრობლემა ბინდიდან კაშკაშა სინათლეზე გამოსვლისას
ბინოკულარული მხედველობა/ სივრცის პერცეფცია • ორი თვალი განსხვავებული რაკურსით აფიქსირებს ობიექტს. • ვიზუალურ კორტექსში ორი თვალით აღქმული ვიზუალური ხატები ედება ერთმანეთს, რაც ქმნის სამგანზომილებიან აღქმას – სტერეო მხედველობა • სტერეომხდველობა მუშაობს ახლო დისტანციაზე • შორ დისტანციაზე სივრცით აღქმას განაპირობებს ზომის დაფიქსირება, მიმართება (ობიექტები ერთმანეთს ფარავს), მოძრაობის სისწრაფე
დომინანტი თვალი • კიდურების მსგავსად დომინანტი თვალი არის ის, რომელიც უპირატესად გამოიყენება როგორც ახლო, ასევე შორ დისტანციაზე
თვალის მოძრაობა • თვალის მოძრაობა კონტროლდება 6 კუნთით, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე თვალის ერთდროულ მიმართვას ერთი ობიექტისკენ, რაც აუცილებელია ერთი მხედველობითი ხატის არსებობისთვის. • რომელიმე კუნთის მოდუნების შემთხვევაში ირღვევა თვალების მოძრაობის სინქრონი და შესაბამისად ხდება ობიექტების გაორება – ორი მხედველობითი ხატი • თვალების მოძრაობის სინქრონულობის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით