580 likes | 1.78k Views
ცოცხალი ბუნება. ელექტრული მოვლენები მცენარეების და ცხოველების ცხოვრებაში. გაკვეთილი-კონფერენცია ,, ელექტრული მოვლენები ცოცხალ ბუნებაში ”. ფიზიკის მასწავლებელი
E N D
ცოცხალი ბუნება • ელექტრული მოვლენებიმცენარეების და ცხოველების ცხოვრებაში
გაკვეთილი-კონფერენცია ,,ელექტრული მოვლენები ცოცხალ ბუნებაში” • ფიზიკის მასწავლებელი • მარინა აბულაძე
გაკვეთილის მიზანი: • მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება და განზოგადოება ელექტრული მოვლენებზე ცოცხალ ბუნებაში.
მოწყობილობა: • პროცესორი, პროექტორი, მოსწავლეების პრეზენტაცია, ელექტროფორული მანქანა.
ელვა და ჭექა-ქუხილი • ვის აზიანებს ელვა? • რაზეა ეს დამოკიდებული? • სად ეცემა ,,ელვა”? • რა სახის ელვა არსებობს? • როგორი მოქმედებით ხასიათდებიან ისინი? • როგორ დავიცვათ თავი ელვასაგან?
ჭექა-ქუხილი - ერთერთი მრისხანე, მაგრამ ამავე დროს დიდებული მოვლენაა, რომე- ლიც შიშის ზარს სცემდა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ადამიანს. მრისხანე სტიქია თავს ესხმოდა ადამიანს თვალისმომჭრელი გიგანტური ელვის,ქუხილის,თქეშისდა სეტყვის სახით.შიშის გამო ადამიანები მას აღმერთებდნენ და თვლიდნენ ღმერთებისმიერ გამოგზავნილ იარაღად. ელვა ბუნების უდიდესი და მრისხანე მოვლენაა.
მაგალითად, ხეზე ელვის დაცემისას, ის ხურდება,მასში არსებული ნესტი იწყებს აორთქლებას და შედეგად წარმოქმნილი ორთქლის წნევა იწვევს ხის დანგრევას,ანუ ხე სკდება. ელვის დამანგრეველი მოქმედებისგან დასაცავად გამოიყენება მეხსარიდი, რომელიც დამიწების პრინციპზეა აგებული. იგი წარმოადგენს ლითონის წვეტიან ლატანს. მეხსარიდის საშუალებით ღრუბ-ლებიდან მუხტი გადადის ნიადაგში და ხდება განმუხტვა.
ელექტრული მოვლენა მცენარეთა ცხოვრებაში ფისის შემცველ ხეებში, (მაგალითად:ნაძვი,სოჭი და სხვა) ელექტრული დენი გადის ხის ღეროს გარე ფენაში. ფოთლოვან ხეებში დენი გადის ხის შიგნით, ღეროს გულში, სადაც ბევრია სითხე,დენის მოქმედების შედეგად სითხე იწყებს დუღილს,რის შედეგადაც წარმოიქმნება ორთქლი, წნევის შედეგად კი ხე სკდება.
კარლ ლინნეი (1707-1778) შვედეთი
ყველაზე დიდი ყვავილის საათი • მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილის საათი გაიხსნა ქალაქ კრივოი როგში 2011 წლის აგვისტოში უკრაინის დამოუკიდებლობის 20 წლის თავის აღსანიშნავად. • ამ ცოცხალი საათის ციფერბლატის დიამეტრი 22 მეტრია, ხოლო წუთის ისრის სიგრძე — 12 მეტრია. • თავისი დიზაინითა და ზომის მიხედვით ეს საათი უნიკალურად ითვლება მთელ მსოფლიოში.
ს კ ა რ ო ს ი ,,ეს თევზი აიძულებს თავის მსხვერპლს გაშეშდეს და ელექტრული დარტყმით,რომელიც მის სხეულშია, დაადამბლოს ის”. არისტოტელე
ლოქო ელექტრული ორგანოები განლაგებულიათევზის სხეულის თითქმის მთელ სიგრძეზე,რომლებიც იძლევა 360 ვოლტამდე განმუხტვას.
ელექტრულიგველთევზა ყველაზე ძლიერი ელექტრული ორგანოები გააჩნია ამერიკის ტროპიკულ მდინარეებში ბინადარგველ-თევზას. მათი ელექტრული განმუხტვა აღწევს 650 ვოლტამდე სიდიდის ძაბვას.
ელექტრული თევზები- ცოცხალი ელქტრული სადგურები
აფრიკული მორმირუსი ეს თევზი ასხივებს დაბალვოლტიანი იმპულსების სერიას და თავის გარშემო ქმნის ელექტრულ ველს.
ელექტრომგძნობიარე ცხოველები
ყველაფერი ბაყაყიდან დაიწყო ალექსანდრო ვოლტა (1745 – 1827)
დაფიქრდი და უპასუხე! • სად ეცემა ელვა? • როგორი სახის ელვას იცნობთ? • რას იწვევს მათი მოქმედება? • რა მნიშვნელობა ენიჭება თევზების ცხოვრებაში ელექტრულ ორგანოებს? • რატომ არ ზიანდებიან ფისის შემცველი ხეები ელვის დარტყმის შედეგად? • რა იცით ყვავილ-საათებზე?