1 / 51

კატალოგი

კატალოგი. ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო - აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტი 201 4 წელი რექტორი ნოვრუზ ბაირამოვი ქ. მარნეული რუსთაველის №15 ტელ: +995 357 226812 ;. სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობა.

mikko
Download Presentation

კატალოგი

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. კატალოგი ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო - აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტი2014 წელირექტორინოვრუზ ბაირამოვიქ. მარნეული რუსთაველის №15ტელ: +995 357 226812;

  2. სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობა სასწავლო უნივერსიტეტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების და სასწავლო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად; სასწავლო უნივერსიტეტს უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით არ არის აკრძალული და პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება სასწავლო უნივერსიტეტის მისიას, მიზნებს და ინტერესებს. აგრეთვე მიიღოს მონაწილეობა ამავე ან მსგავსი მიზნების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობებში; ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო - აზეირბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც ეყრდნობა საქათველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ, ემსახურება უმაღლესი განათლების სფეროში ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებებზე, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეებზე ორიენტირებულ და საერთო საზოგადოებრივი მნიშვნელობის სახელმწიფო სასწავლო და საგანმანათლებლო პოლიტიკას.

  3. სასწავლო უნივერსიტეტის ისტორია სასწავლო უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დიდუბე-ჩუღურეთის რ-ს სასამართლოს მიერ 2000 წლის 30 მარტს № 2/4-2427 გადაწყვეტილებით რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საკუთარი სიმბოლოები, დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი. სასწავლო უნივერსიტეტი ლიცენზირებულია საქართველოს განათლების მინისტრის 1995 წლის 5 ივნისს № 01-17-08/569 ბრძანებით.  სასწავლო უნივერსიტეტი საქმიანობას ახორციელებს 2008 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ მარნეულში, სადაც ძირითადი მოსახლეობა აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქეებისგანაა დასახლებული. საქართველოს ისტორიულ მხარეში, ქვემო ქართლში, კერძოდ ქალაქ მარნეულში სასწავლო უნივერსიტეტის არსებობა ხელს უწყობს სახელმწიფოს დემოკრატიზაციის საქმეში რეგიონალურ ჩართულობას და ინტეგრაციას.

  4. სასწავლო უნივერსიტეტის მისია მხოლოდ ჩვენთან - უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინტეგრაციისათვის!სასწავლო უნივერსიტეტის მისია გამომდინარეობს საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებიდან, ეფუძნება საყოველთაო დემოკრატიულ ღირებულებებს და მიმართულია მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შედეგების მიღწევისაკენ,კერძოდ:რეგიონალური ინტეგრაციის, სამოქალაქო საზოგადოების  ჩამოყალიბების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში მისი ჩართულობის ხელშეწყობა, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა  კეთილმეზობლობის და მეგობრული თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილების  გაღრმავება;აღნიშნულიდან გამომდინარე:სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა ქვემო ქართლის რეგიონში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების უზრუნველყოფა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე დაწესებულების მიზანია:ა) კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად ადეკვატური საგანმანათლებლო პროგრამებისა და გარემოს შექმნა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნა;ბ) პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;გ) დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის გარეშე უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ღია ხასიათის, აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში, დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა;დ) სხვა ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების რეალიზაციას.

  5. საგანმანათლებლო პროგრამები ზოგადი დახასიათება I ნაწილი მოცულობა აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამები .არარეგულირებადი საბაკალავრო პროგრამები (სპეციალობები):ქართული ენა და ლიტერატურა -კომპიუტინგი -არარეგულირებადი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები შედგენილია ძირითადი (MAJOR) და დამატებითი (MINOR) სპეციალობის პრონციპით - 4 წელი, 8 სემესტრი, 240 კრედიტი, 6050 საათი

  6. 2 წელი, 120 კრედიტი, 3000 საათი მოცულობა საგანმანათლებლო პროგრამები ზოგადი დახასიათება II ნაწილი სამაგისტრო პროგრამები (სპეციალობა):ქართული ენა და ლიტერატურა -

  7. საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობა საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია სტუდენტთა ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამით, რომელიც განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.heydaruni.edu.ge. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის სარეგისტრაციო ვადები დგინდება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სტუდენტს უფლება აქვს სტუდენტთა ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მეშვეობით სარეგისტრაციო ვადებში გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანი.

  8. საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღება საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტის მიღება ხდება ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბაროს ერთიანეროვნულგამოცდები და მოხვდეს ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო - აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტში.საბაკალავრო საგანმანათლებლოპროგრამაზეჩასარიცხადსავალდებულოსაგნებია:ა) ქართულიენადალიტერატურა; ბ) ზოგადიუნარები;გ) ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებით განსაზღვრული უცხოენებიდან ერთ - ერთი უცხო ენა; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დამატებითი საგანი.სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად სავალდებულოა საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება და შემდგომ სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ საგანში გამოცდის ჩაბარება.

  9. საგანმანათლებლო პროგრამები ზოგადი დახასიათება III ნაწილი დამატებითი (minori) პროგრამები სასწავლო უნივერსიტეტს გააჩნია სამი დამატებითი (MINOR) პროგრამა საქართველოს ისტორია 1 წელი 60 კრედიტი 1500 აკადემიური საათი მენეჯმენტიფინანსები

  10. საგანმანათლებლო პროგრამებზე შეფასების სისტემა შეფასება:1.დაწესებულებაში მოქმედებს სტუდენტის ცოდნის შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელიც აისახება საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტის სილაბუსში და ითვალისწინებს შუალედურ შეფასებებსა და დასკვნითი გამოცდის შეფასებას.2. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.3. დასკვნითი გამოცდა ფასდება 40 ქულით.4. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება  არანაკლებ 51 ქულა.5. შეფასების სისტემა უშვებს:ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.6. მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებების მიღება ხდება შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე.7. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 დღისა.შენიშვნა: კომპონენტები ფასდება ქულებით რომელიც აისახება თითოეული სასწავლო კურსის სილაბუსში: ფინალურიგამოცდა - 40 ქულა, ორი შუალედურისემესტრულიშეფასება - ჯამში 30 ქულა, დანარჩენ კომპონენტებზე ქულების გადანაწილებას ახდენს ლექტორი სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე. ქულები უნდა გადანაწილდეს 100 ქულის ჯამით.

  11. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება საბაკალავრო ნაშრომი ფასდება 100 ქულიანი სისტემით, კერძოდ:შეფასების სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:შუალედური შეფასება: მაქსიმალური ქულა - 15(ორი შუალედური შეფასება ჯამში 30 ქულა)ხელმძღვანელის ზოგადი დახასიათება-შეფასება/დასკვნა: მაქსიმალური ქულა - 10;რეცენზენტის შეფასება - მაქსიმალური ქულა - 20;საკვალიფიკაციო კომისიის შეფასება: - მაქსიმალური ქულა 40;

  12. პროფესიული პრაქტიქის შეფასების მეთოდები საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული პრაქტიკის მოცულობაა 5 კრედიტი 125 საათი, საიდანაც 118საათი ეთმობა უშუალოდ პრაქტიკის გავლას, 4 საათი - შუალედური შეფასებებს და 3 საათი - პრაქტიკის ანგარიშის დაცვა/პრეზენტაციას.პროფესიული პრაქტიკის ხანგრძლივობააერთი სემესტრი.ქულათა გადანაწილება კომპონენტების მიხედვით:აქტივობა - მაქსიმალური ქულა 30(ერთ საკონტაქტო კვირაში მაქსიმალური შეფასება 2 ქულა)შუალედური შეფასება - მაქსიმალური ქულა 15 (გამოიყენება ორი შუალედური შეფასება, ჯამში 30 ქულა)პროფესიული პრაქტიკის ანგარიშის შეფასება/დაცვა - მაქსიმალური ქულა 40თუ სტუდენტმა საწარმოო პრაქტიკის განმავლობაში ვერ დააგროვა 11 ქულა, პრაქტიკის ანგარიშის დაცვაზე არ დაიშვება.პრაქტიკის ანგარიშის შეფასება ხდება დაცვის კომისიის მიერ. ქულათა გადანაწილება კომპონენტების მიხედვით:დანართი, თავფურცელი და რეზიუმე - მაქსიმალური ქულა 10;დასკვნები და რეკომენდაციები - მაქსიმალური ქულა 10;პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი/პრეზენტაცია - მაქსიმალური ქულა 20.

  13. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შეფასების სისტემა (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;(B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;(C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;(D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;(E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომსტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელიმუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომსტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდანაქვს შესასწავლი.თითოეული სასწავლო კურსის(საგნის) შესწავლისას სტუდენტის მოსწრების შეფასება ხორციელდებაშემდეგიკომპონენტებისმიხედვით:განხილვა, დებატებისასწავლო დისციპლინის, მოდულის პრეზენტაცია (ჯგუფურიდა/ანინდივიდუალური)პროექტის ანალიზი (წერილობითი)საბოლოო ტესტირება (წერილობითი)საბოლოო გამოცდა (ზეპირიდათეზისებისწარმოდგენა)კვლევითი პროექტი/სამაგისტრონაშრომი (პრეზენტაცია)გამოცდის ფორმები და მეთოდები ყოველი ცალკეული კურსისათვის აისახება ამ კურსის სილაბუსში.შენიშვნა: კომპონენტები ფასდება ქულებით რომელიც აისახება თითოეული სასწავლო კურსის სილაბუსში: ფინალურიგამოცდა - 40 ქულა, ორი შუალედურისემესტრულიშეფასება - 30 ქულა (თითოეული 15 ქულა), დანარჩენ კომპონენტებზე ქულების გადანაწილებას ახდენს ლექტორი სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე. ქულები უნდა გადანაწილდეს 100 ქულის ჯამით;

  14. ქართული ენა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადი დახასიათება მიმართულება : ჰუმანიტარული მეცნიერებები (HUMANITARIAN SCIENCE)სპეციალობა:ძირითადი (MAJOR) : ქართული ენა და ლიტერატურადამატებითი(MINOR) საქართველოს ისტორია.მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბაკალავრი ფილოლოგიაში (Bachelor of philology)პროგრამის ტიპი: აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაპროგრამის ტიპი: აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაპროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი / 6000 საათისწავლის ხანგრძლივობა: 4 წელიპროგრამაზე სწავლების ენა: სახელმწიფო ენაპროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი კოტორაშვილი,

  15. ქართული ენა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადი დახასიათება სფეროს აღწერა საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურს, რომელიც მიზნად ისახავს მომზადდეს ქართული ფილოლოგიის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი, რომლის ძირითადი უნარ-ჩვევები ეფუძნება თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების მიღწევებს. ქართული ფილოლოგიის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს ქართული ენის როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული საბაზო ცოდნის მიღებას, კერძოდ, ფონეტიკაში, მორფოლოგიაში, სინტაქსში, სტილისტიკაში. პროგრამა შეასწავლის სტუდენტს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებებს და მათი კრიტიკული ანალიზს, ჩამოუყალიბებს სტუდენტებს ლიტერატურული ტექსტების ფორმალური, ესთეტიკური და სტრუქტურული ნიშან-თვისებების შეფასების უნარს. საბაკალავრო პროგრამის მიზანია ქართული ლიტერატურის ყველა პერიოდის (ძველი, ახალი, უახლესი) ძირეული პრობლემატიკის შესწავლა, ქართული ლიტერატურის ისტორიისა და კრიტიკის, თეორიული პოეტიკის ზოგად კანონზომიერებათა სწავლება. სტუდენტები ისწავლიან დამოუკიდებლად მუშაობას, განავითარებენ საკუთარ აზრს, დაეუფლებიან საკვანძო და სპეციფიკურ უნარებს, დააკავშირებენ შეძენილ ცოდნას შემდგომ როგორც პროფესიულ, ასევე საზოგადოებრივ და პირად საქმიანობასთან, რაც კურსდამთავრებულთათვის აუცილებელია შემდგომ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

  16. ქართული ენა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამა სწავლის შედეგები დარგობრივი კომპეტენცია ცოდნა და გაცნობიერება - ბაკალავრს ექნება ქართული ენისა და ლიტერატურის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ფართო ცოდნა, რაც განსაზღვრული სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლითა და ანილიზით წარმოდგენილი მასალის კრიტიკული და შემოქმედებითი გააზრებისა და შეფასების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, გააცნობიერებინებს იმ თეორიულ თუ პრაქტიკულ საკითხებს, მიზნებსა თუ ამოცანებს, რაც მომავალი პროფესიული საქმიანობის წარმართვის გააზრებასა და დაგეგმვაში დაეხმარება.2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი- ბაკალავრიატის კურსდამთავრებული იყენებს სათანადო ენათმეცნიერულ და ლიტერატურისმცოდნეობით ტერმინოლოგიას; შეუძლია პროფესიული საქმიანობის სფეროში ინფორმაციის მოძიება; სათანადო წყაროებზე დაყრდნობით თავისუფლად შეეძლება დარგისათვის დამახასიათებელი მეთოდის გამოყენებით ენისა და ლიტერატურის პრობლემებზე მსჯელობა, საკუთარი შეხედულებების ლოგიკურად დასაბუთება, ნებისმიერი ტექსტის ლინგვისტური თუ მხატვრულ-ესთეტიკური ანალიზი, კრიტიკული შეფასება. ასევე, შეეძლება კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის ლიტერატურული თუ ენათმეცნიერული პროექტების შედგენა და განხორციელება წინასწარ განსაზღვრულ მითითებებზე დაყრდნობით; პროფესიულ დისკუსიაში გაცნობიერებული მონაწილეობა.3. დასკვნის უნარი - ბაკალავრს შეუძლია დარგში საკუთარი მიზნების შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და გააზრება, საკუთარი და სხვისი აზრის ლოგიკური გადმოცემა, საკუთარი პოზიციის დასაბუთება არგუმენტირებული მსჯელობით, სტანდარტული თუ გამორჩეული მეთოდების გამოყენებით, სიტუაციური ანალიზის შესაბამისად ადეკვატური დასკვნის ჩამოყალიბება.4. კომუნიკაციის უნარი - საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია საენათმეცნიერო, ლიტერატურისმცოდნეობით, თუ სხვა სახის პროფესიულ დისკუსიებში მონაწილეობა, წერილობითი ანგარიშის მომზადება და ზეპირი პრეზენტაცია როგორც ქართულ, ასევე ერთ-ერთ უცხოურ ენაზე სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის, რისთვისაც შემოქმედებითად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.5. სწავლის უნარი - საკუთარი სწავლის პროცესის მრავალმხრივი ალგორითმის განსაზღვრა, მიღწეული შედეგების ადეკვატური შეფასება და შემდგომი პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენა.

  17. ქართული ენა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამა დასაქმების სფეროები კურსდამთავრებულს შესაძლებობა ექნება დასაქმდეს არქივებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, საგამომცემლო ორგანიზაციებში, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებში რეფერენტად, ახალი ამბებისა და საინფორმაციო სამსახურებში, თარჯიმანთა ბიუროებში. ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

  18. ქართული ენა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო რესურსი სასწავლო პროცესის საკადრო უზრუნველყოფასაგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს მიმართულების ხელმძღვანელი. სასწავლო კურსებს უძღვებიან შესაბამისი პროფილის სამეცნიერო ხარისხის მქონე მოწვეული და არჩეული აკადემიური პერსონალი, რომელთაც აქვთ პროფესიული საქმიანობის გამოცდილება და ეწევიან სამეცნიერო კვლევით მუშაობას ან პროფესიულ საქმიანობას.

  19. ქართული ენა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამა სასწავლო რესურსი სასწავლო პროცესის სასწავლო მეთოდური უზრუნველყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყოველი დისციპლინის სწავლების პროცესი უზრუნველყოფილია შესაბამისი სასწავლო-მეთოდური დოკუმენტაციით: სილაბუსით, სალექციო კურსებით, ძირითადი სახელმძღვანელოებითა და დამხმარე საინფორმაციო წყაროებით, სასწავლო მეთოდური რეკომენდაციებით. სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სასწავლო ლიტერატურით. სასწავლო უნივერსიტეტს გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკებთან წვდომის ხელშეკრულება საქართველოს ბიბლიოთეკების ასოციაციასთან, რისი მეშვეობითაც სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული ბიბლიოთეკით სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციის პროცესი უზრუნველყოფილია თეორიული და პრაქტიკული მუშაობისათვის განკუთვნილი: კეთილმოწყობილი აუდიტორიებით; ბიბლიოთეკით, რომელიც მოიცავს უახლეს სახელმძღვანელოებსა და ელექტრონული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობას; ინტერნეტის ქსელში ჩართული და სხვადასხვა გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით.პროფესიული პრაქტიკაქართული ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან: მარნეულის სოფელ სადახლოს №1 საჯარო სკოლაში, სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლში, აივაზ დურსუნ ოღლი ჰასანოვის სახელობის ალგეთის სკოლა-ლიცეუმში, სოფელ საბიქენტის საჯარო სკოლაში, სოფელ ალგეთის  №2 საჯარო სკოლაში, მარნეულის №3 საჯარო სკოლაში.

  20. მიმართულება : ჰუმანიტარული მეცნიერებები (HUMANITARIAN SCIENCE)სამაგისტრო პროგრამის დასახელება (სპეციალობა): ქართული ლიტერატურამისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მაგისტრი ფილოლოგიაში (Master philology)პროგრამის ტიპი: აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაპროგრამის ტიპი: აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაპროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი / 3000 აკადემიური საათისწავლის ხანგრძლივობა: 2 წელიპროგრამაზე სწავლების ენა: სახელმწიფო ენაპროგრამის ხელმძღვანელი: დავით კოტორაშვილი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში ზოგადი დახასიათება

  21. პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრის აკადემიური ხარისხისა და თანამედროვე ხედვის მქონე სპეციალისტი, ჩამოუყალიბოს მას თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ცოდნის სისტემატიზირების უნარი. მოამზადოს აკადემიური ლიდერი, რომელიც შეძლებს გამოიმუშაოს საკუთარი აზრი და უნარი სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობისათვის. ქართული ენა და ლიტერატურა ფილოლოგიის მეცნიერებათა სისტემაში მნიშვნელოვანი დისციპლინაა, რომელიც გულისხმობს ლიტერატურის თეორიის ძირითადი პრობლემების ცოდნას. სწორედ ეს უკანასკნელი იძლევა ლიტერატურის კანონზომიერებათა, ზოგადი ტიპლოგიური ნიშნების (და არა მხოლოდ ლიტერეტურათა ეპოქისეულ - ეროვნული, ინდივიდუალურ-სუბიექტური გამოვლენის) ისტორიული პროცესის სიღრმისეული წვდომის საშუალებას. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურის კვლევისა და ანალიზის ფორმების, პოეტიკის, მხატვრულ-სახეობრივი გამომსახველობითი ფორმების შესწავლას; გათვალისწინებულია ლიტერატურული სკოლებისა და მიმდინარეობების, თანამედროვე ლიტერატურათმცოდნებითი თეორიების განხილვა - ანალიზი და ა. შ. მოცემული სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს ქართული ლიტერატურის ისტორიის ყველა პერიოდის (ძველი, ახალი, უახლესი) ძირეული პრობლემატიკის შესწავლას, მათი სპეციფიკური თვისებებისა და ჟანრული თავისებურებების განხილვას ზოგადლიტერატურულ კონტექსტში. სამაგისტრო კურსის მიზანია ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს სამეცნიერო კვლევას უახლესი მეთოდების გამოყენებით, ლიტერეტურის სფეროში. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში პროგრამის მიზანი

  22. ცოდნა და გაცნობიერება - ქართული ლიტერატურის სფეროს ღრმა ცოდნა, რომელიც იძლევა ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას მეთოდოლოგიურ და ინფორმაციულ-ანალიტიკურ ასპექტებში;მაგისტრანტს აქვს ძველი ქართული ლიტერატურის უმთავრესი სფეროების ღრმა და სისტემური ცოდნა; ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული თხზულებების საფუძვლიანი ცოდნა; უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის ისტორიის პრობლემატიკის გაშუქების უნარი; აქვს ცოდნა მე-19 ს. ქართული მწერლობისა და ამ ეპოქის ქართველ კლასიკოსთა შემოქმედების პრობლემატიკის შესახებ. მაგისტრს აქვს სისტემური ცოდნა ქართული ლიტერატურის საზღვრებისა და პერიოდიზაციის შესახებ. მაგისტრტ შეუძლია ანალიზი იმ ლიტერატურულ მიმართულებათა თავისებურებებისა, რომლებმაც თავი იჩინეს მე-19 ს. ქართულ მწერლობაში (რომანტიზმი, რეალიზმი, კლასიციზმი, სენტიმენტალიზმი, ნატურალიზმის, სიმბოლიზმის არსებობის საკითხი მე-19 ს. ქართულ მწერლობაში).იცის და გაცნობიერებული აქვს ფოლკლორის თეორიის ძირითადი საკითხები (ტრადიცია, ჟანრების წარმოშობა, იმპროვიზაცია, სინკრეტიზმი, კონტამინაცია, ვარიანტულობა, დრო და სივრცე); შეუძლია ფოლკლორული ტექსტის მეცნიერული ანალიზი შედარებით-ისტორიულ, ტიპოლოგიურ და სხვ. თეორიებზე დაყრდნობით. იცნობს ხალხური ეპოსის წარმოშობისა და ჩამოყალიბების ძირითად ასპექტებს.წამოჭრილ პრობლემათა გადასაწყვეტად მთავარი საკითხების (კომპონენტების) გამოყოფის, შესაბამისი დროითი ჩარჩოების დადგენისა და სამუშაოთა შესრულების გრაფიკების შედგენის ცოდნა;მონაცემების ინტერპრეტაციის, მიზნებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბებისა და ცალკეულ ამოცანათა გადაჭრის გზების გაცნობიერება.სხვადასხვა წყაროებიდან უახლესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორ­მაციის მიზანდასახული ძებნის განხორციელების შესაძლებლობა; მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭე­რად და მოსახლეობის ჰუმანიტარული ცოდნის, ასამაღლებლად ყველასათვის მისაწვდომი ინფორმაციული მომსახურების აუცილებლობის გაცნობიერება; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში სწავლის შედეგები

  23. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი- პრობლემათა გადაწყვეტის ახალი, ორიგინალურიგზების ძიება, დამოუკიდებლად კვლევის განხორციელების უნარი ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით; მაგისტრს თავისი სპეციალობით შეუძლია ზოგადად ფილოლოგიისა და, კერძოდ, ქართული ლიტერატურის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა და მათი გადაჭრა შესაბამისი კვლევის მეთოდების გამოყენებით; შეუძლია კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება ლიტერატურათმცოდნეობის და ფოლკლორისტიკის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით; ლიტერატურული და ზეპირსიტყვიერი ტექსტების დამუშავება; კვლევითი ან ანალიტიკური ხასიათის პროექტის განხორციელება. პროგრამით მიღებული ღრმა და სისტემური ჰუმანიტარული ცოდნისა და უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური, ლიტერატურული, ფოლკლორული პროცესების შეფასებისა და ანალიზის უნარი; ლიტერატურული ნაწარმოების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი.ქართული ლიტერატურის სფეროში მრავალმხრივი დეტალური ცოდნისა და პროფესიონალიზმის გა­მოვლენის უნარი; გუნდურ გადაწყვეტილებათა პრაქტიკულ შემუშავებაში მონაწილეობისას ცოდნისა და ინიციატივის გა­მოვლენის უნარი; კვლევითი საქმიანობის ამოცანების გადაჭრის უნარი პროფესიულ დონეზე, დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების გზით; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში სწავლის შედეგები

  24. დასკვნის უნარი- უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის სინთეზი; პრობლემის იდენტიფიცირების, დასმისა და გადაწყვეტის უნარი; სამეცნიერო და პროფესიული პრობლემებიდან დასკვნების ჩამოსაყალიბებლად საჭირო თანამედროვე სამეცნიერო კვლევათა მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ინტერპრეტირების უნარი; საკუთარი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობასა და შედეგებზე დასკვნის გამოტანის უნარი პროფესიული და ეთიკური პოზიციების გათვალისწინე­ბით; მაგისტრს გამომუშავებული აქვს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შეხედულებების კრიტიკული და შემოქმედებითი ინტერპრეტაციის ჩვევა; შეუძლია უახლესი კვლევების საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; შეუძლიაქართული ლიტერატურის ისტორიის პრობლემური საკითხების ინოვაციური ხედვა. კომუნიკაციის უნარი– ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და სათანადო დონეზე პრეზენტაციის მიზნით; ქართულ და ინგლისურ ენაზე მსჯელობისა და მისგან გამომდინარე დასკვნების ნათლად, ზუსტად და ადრესატისათვის მისაღები ფორმით მიწოდების უნარი როგორც ზეპირად ისე წერილობით; ქართულ და უცხოურ ენებზე საკუთარი დასკვნების და კვლევის მეთოდების არსის სრულყოფილად მიწოდების უნა­რი აკადემიური თუ პროფესიული საზოგადოებისათვის; სამეცნიერო ანგარიშის მომზადების უნარი; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში სწავლის შედეგები

  25. სწავლის უნარი- სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის, ამ პროცესის თავისებურებათა გაცნობიერებისა და სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; გუნდში მუშაობის უნარი;მიზანმიმართული სწავლის საფუძველზე შემოქმედებითი და ინოვაციური საქმიანობის ორგანიზების უნარი;ღირებულებები– პროფესიული ღირებულებების, საყოველთაოდ მიღებული ნორმების დაცვა და ცხოვრებაში გატარება; მოქალაქოებრივ-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ამავდროულად ევროპული ღირებულებების დამკვიდრება . სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში სწავლის შედეგები

  26. მაგისტრანტი მუშაობს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მაგისტრს შეუძლია შეასრულოს კვლევითი პროექტი, საექსპერტო დასკვნა და სხვა სახის ანალიტიკური და სამეცნიერო ხასიათის საპროექტო დაკვეთა იქ, სადაც საჭიროა ცოდნა ლიტერატურის სფეროში. ის შეიძლება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, ლიტერატურული პროფილის ჟურნალ-გაზეთებში, არქივებსა და მუზეუმებში, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებში; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში დასაქმების სფეროები

  27. სასწავლო პროცესის საკადრო უზრუნველყოფასაგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს მიმართულების ხელმძღვანელი. სასწავლო კურსებს უძღვებიან შესაბამისი პროფილის სამეცნიერო ხარისხის მქონე მოწვეული და არჩეული აკადემიური პერსონალი, რომელთაც აქვთ პროფესიული საქმიანობის გამოცდილება და ეწევიან სამეცნიერო კვლევით მუშაობას ან პროფესიულ საქმიანობას. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში სასწავლო რესურსი

  28. სასწავლო პროცესის სასწავლო მეთოდური უზრუნველყოფა სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყოველი სასწავლო კურსის სწავლების პროცესი უზრუნველყოფილია შესაბამისი სასწავლო-მეთოდური დოკუმენტაციით: სასწავლო კურსის სილაბუსით; ძირითადი სახელმძღვანელოებითა და დამხმარე საინფორმაციო წყაროებით; სასწავლო-მეთოდური რეკომენდაციებით; სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სასწავლო ლიტერატურით. სასწავლო უნივერსიტეტს გააჩნია ელექტრონულ ბიბლიოთეკებთან წვდომის ხელშეკრულება საქართველოს ბიბლიოთეკების ასოციაციასთან, რისი მეშვეობითაც სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული ბიბლიოთეკით:სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციის პროცესი უზრუნველყოფილია თეორიული და პრაქტიკული მუშაობისათვის განკუთვნილი: კეთილმოწყობილი აუდიტორიებით;ბიბლიოთეკით, რომელიც მოიცავს უახლეს სახელმძღვანელოებს;კომპიუტერული სასწავლო ლაბორატორიებით, რომლებიც აღჭურვილია ინტერნეტის ქსელში ჩართული და სხვადასხვა გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფით შევსებული თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ ლიტერატურაში სასწავლო რესურსი

  29. კომპიუტინგის საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადი დახასიათება ფაკულტეტი: კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი მიმართულება : ინჟინერიასპეციალობა:ძირითადი (MAJOR კომპიუტინგიდამატებითი(MINOR) ფინანსები ან მენეჯმენტი, სტუდენტის არჩევით.მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბაკალავრი კომპიუტინგში (BACHELOR OF COMPUTER TECHNOLOGY)პროგრამის ტიპი: აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაპროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი / 6000 საათისწავლის ხანგრძლივობა: 4 წელიპროგრამაზე სწავლების ენა: სახელმწიფო ენაპროგრამის ხელმძღვანელი: ეკატერინე როჭიკაშვილი T 897090754

  30. კომპიუტინგის საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადი დახასიათება სფეროს აღწერა კომპიუტინგი საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი დარგია და ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. ეს არის მეცნიერების დარგი, კომპიუტერზე დაფუძნებული სისტემების, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის შესწავლის, აგების, განვითარების, დანერგვის, გამოყენების და მართვის შესახებ. მისთვის არ არსებობს არანაირი საზღვრები, და ამ პროფესიის სპეციალისტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. კომპიუტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სწავლის შედეგების შესაბამისად და ორიენტირებულია ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებაზე.

  31. კომპიუტინგის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნები საბაკალავრო პროგრამით სწავლების ძირითადი მიზნებია: კომპიუტინგში ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ექნებათ თანამედროვე კომპიუტერებისა და უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში გამოყენების პრაქტიკული უნარი. საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხები, დაპროგრამების და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები, მათი გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. სტუდენტს გაცნობიერებული ექნება ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობაში. აღნიშნულ ცოდნაზე დაყრდნობით სტუდენტს გამოუმუშავოს ინფორმაციის ანალიზისა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის უნარი. საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტს გამოუმუშავებს სწავლის შემდგომი საჭიროების განსაზღვრის და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარს, შეეძლება სპეციალობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.სტუდენტს ჩამოუყალიბდება ადეკვატური დამოკიდებულება გლობალიზაციის პირობებში ინფორმაციის დაცვის პრობლემებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

  32. კომპიუტინგის საგანმანათლებლო პროგრამა მისიიდან გამომდინარე სწავლის შედეგები პროგრამისმიზანია აღჭურვოსსტუდენტი კომპეტენციებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამის კურსდამთავრებულის მომავალი პროფესიული საქმიანობისწარმართვისხელშეწყობასშრომით ბაზარზე. საგანმანათლებლო პროგრამის კურსადმთავრებული შეიძლებადასაქმდეს როგორც საინფორმაციო-საკომუნიკაციო პროფილის მქონე კომპანიებში, ასევე ნებისმიერი კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებებში. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნილება გააჩნია საჯარო სექტორსაც. კურსდამთავრებულების კომპეტენციის დონე შეესაბამება, მაგალითად ისეთ თანამდებობებს, როგორებიცააპროგრამისტი, მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი,ქსელისადმინისტრატორი, აპარატურული მხარდაჭერის სპეციალისტი, ვებ-დიზაინერი. მას შეუძლია პროგრამულ პროდუქტებთან და კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობა და მათი მართვა, პროცესების ანალიზი, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და ექსპლუატაცია, სხვადასხვა კომპიუტერული რესურსის ერთობლივი გამოყენება, კომპიუტერული სისტემების და ქსელების საიმედოობის შეფასება.

  33. კომპიუტინგის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები დარგობრივი კომპეტენცია ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულმა იცის უახლესი ინფორმაციულიტექნოლოგიები,დაპროგრამების თანამედროვე სისტემების სტრუქტურა, იცნობს დაპროგრამების ძირითად ენებს და მათი გამოყენების მეთოდებს, ობიექტზე ორიენტირებული და ვიზუალური დაპროგრამების სისტემებს, იცის მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები და კონცეფციები, მონაცემთა ბაზების სტრუქტურა და მათი შექმნის/დაპროექტების სისტემები. იცის ვებგვერდების დაპროექტება.აქვს ზემოთ აღნიშნული საკითხების შესასწავლად საჭირო მათემატიკური ცოდნა. იცისკომპიუტერული სისტემების,ლოკალური და გლობალური ქსელების არქიტექტურა,გამართვის და მომსახურების მეთოდები,ინფორმაციის გადაცემის და შენახვის უსაფრთხოებისდაცვის პრინციპები; გაცნობიერებული აქვს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი სხვადასხვა სფეროს ამოცანების გადაწყვეტის საკითხში.2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი მიღებული ცოდნისსაფუძველზეკურსდამთავრებულს ინფორმაციის გადაცემის და შენახვის უსაფრთხოების წესების დაცვითშეუძლია გამოიყენოს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები;შექმნასპროგრამულიპროდუქტები;შექმნას, გააანალიზოს და მართოსმონაცემთა ბაზები; დააპროექტოს მცირედასაშუალოდონისსაინფორმაციო და საკომუნიკაციოსისტემები, ლოკალური კომპიუტერული ქსელები; თანამედროვე გრაფიკული და მულტიმედიური სისტემების გამოყენებით დააპროექტოს, განაახლოს და მოემსახუროს ვებგვერდს; ეფექტურად მართოსსხვადასხვა სახის ინფორმაცია.3. არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია სამოქმედოგეგმის შემუშავება გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად; ამ პროცესში შეუძლია შეძენილი ცოდნის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გამოტანა. შეუძლია დასმული პრობლემის/ამოცანის გააზრება, შეფასება და გადაწყვეტისოპტიმალური გზებისმოძებნა. მუშაობის პროცესში წარმოქმნილი განყენებული სიტუაციის ანალიზიდა ადეკვატური მსჯელობის საფუძველზედასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება.4. კომუნიკაციის უნარი პროგრამის კომპონენტები კურსდამთავრებულს უვითარებენ ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარებს, რომლებითაც მას შეუძლია საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად დაცვა-დასაბუთება და პროფესიულ საკითხებზე დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება, ასევე ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა პროფესიული ტერმინოლოგიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.5. სწავლის უნარი კურსდამთავრებულს აქვს სპეციალობასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის დამოუკიდებლად მიღება-გააზრების უნარი; შეუძლია ამ ინფორმაციის და შესაბამისი ლიტერატურის მოძიება და გაანალიზება; რაც მთავარია, შეუძლიასაკუთარი სწავლის პროცესის შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების და პრიორიტეტების განსაზღვრა და ამ პროცესის მართვა.

  34. კომპიუტინგის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო რესურსი სასწავლო პროცესის საკადრო უზრუნველყოფა კომპიუტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს მიმართულების ხელმძღვანელი. სასწავლო კურსებს უძღვებიან შესაბამისი პროფილის სამეცნიერო ხარისხის მქონე მოწვეული და არჩეული აკადემიური პერსონალი, რომელთაც აქვთ პროფესიული საქმიანობის გამოცდილება და ეწევიან სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ან/და პროფესიულ საქმიანობას.სასწავლო პროცესის სასწავლო მეთოდური უზრუნველყოფა კომპიუტინგის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყოველი დისციპლინის სწავლების პროცესი უზრუნველყოფილია შესაბამისი სასწავლო-მეთოდური დოკუმენტაციით: სილაბუსით, სალექციო კურსებით, ძირითადი სახელმძღვანელოებითა და დამხმარე საინფორმაციო წყაროებით, სასწავლო მეთოდური რეკომენდაციებით. სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სასწავლო ლიტერატურით. სასწავლო უნივერსიტეტს გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკებთან წვდომის ხელშეკრულება საქართველოს ბიბლიოთეკების ასოციაციასთან, რისი მეშვეობითაც სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული ბიბლიოთეკითსასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციის პროცესი უზრუნველყოფილია თეორიული და პრაქტიკული მუშაობისათვის განკუთვნილი: კეთილმოწყობილი აუდიტორიებით;ინტერნეტის ქსელში ჩართული და სხვადასხვა გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით.პროფესიული პრაქტიკაკომპიუტინგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან: სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია” მარნეულის ფილიალში, ქ.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკრებულოში და სასწავლო უნივერსიტეტში არსებულ ბაზაზე.საგანმანათლებლო პროგმამით გათვალისწინებული არჩევის გამჭვირვალობასაგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია სტუდენტთა ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამით, რომელიც განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე WWW.HEYDARUNI.EDU.GE. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის სარეგისტრაციო ვადები დგინდება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სტუდენტს უფლება აქვს სტუდენტთა ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მეშვეობით სარეგისტრაციო ვადებში გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანი.

  35. საქართველოს ისტორია დამატებითი (minor) საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადი დახასიათება მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებანიდამატებითი (MINOR) პროგრამა:საქართველოსისტორია დიპლომის კვალიფიკაცია: აკადემიური ხარისხის გარეშე დამატებითი პროგრამა არ იძლევა აკადემიურ ხარისხს. მაგრამ დამატებითი პროგრამა მომავალ ბაკალავრს შედარებით გაღრმავებულად შეასწავლის დარგობრივი დისციპლინების გარკვეულ ნაწილს. პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი / 1500 საათი, აქედან საკონტაქტო 576 საათისწავლის ხანგრძლივობა: ოთხი სემესტრიპროგრამაზე სწავლების ენა: სახელმწიფო ენაპროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება სწავლების მე-5 სემესტრიდან.

  36. საქართველოს ისტორია დამატებითი (minor) პროგრამა ზოგადი დახასიათება სფეროს აღწერა და მიზანი დამატებითი პროგრამა „საქართველოს ისტორიის“ მიზანია: სტუდენტებმა შეისწავლონ საქართველოს ისტორია და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალ-კულტურული პროცესები, რომელებიც განხილული იქნება არა ცალ-ცალკე დანაწევრებულად, არამედ კომპლექსურად, ურთიერთკავშირში; მისცეს მომავალ ბაკალავრებს საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ისტორია); ასწავლოს ისტორიული პროცესების გააზრება, ფაქტობრივი მასალის გაანალიზება და ისტორიული ეპოქების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა; გაარკვიოს საქართველოს ისტორიული განვითარე­ბის სპეციფიკაში.საქართველოს ისტორიის დამატებითი (MINOR) პროგრამა აძლევს ისტორიული ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარს. სტუდენტები შეისწავლიან საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპს, არქეოლოგიას, ეთნოლოგიას, დამხმარე ისტორიულ დისციპლინებს და სხვ.. შეძლებენ დამოუკიდებელ მუშაობას, განავითარებენ საკუთარ აზრს, დაეუფლებიან საკვანძო და სპეციფიკურ უნარებს, დააკავშირებენ შეძენილ ცოდნას შემდგომ როგორც პროფესიულ, ასევე საზოგადოებრივ და პირად საქმიანობასთან.

  37. საქართველოს ისტორია დამატებითი (minor) პროგრამა სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება– საქართველოს ისტორიის ცოდნა შედარებითი პერსპექტივისათვის; ისტორიული ხედვების განსხვავებულობის გაცნობიერება სხვადასხვა პერიოდსა და კონტექსტში; ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი– ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის და დოკუმენტების ფლობა და მათი გამოყენება ისტორიოგრაფიული პრობლემების გადასაწყვეტად.დასკვნის უნარი– დღევანდელ მდგომარეობასა და წარსულს შორის კავ­შირის კრი­ტი­კული აღქმა; ტექსტებისა და დოკუმენტების შეჯამების უნა­რი; მასალის თანმიმ­დევ­რუ­ლი ორგანიზების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით.აქვს კონკრეტული ისტორიული პრობლემების გააზრებისა და (სიღრმისეული გაცნობიერების უნარი) მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნის გამოყენების უნარი. შეუძლია საკუთარი მოსაზრების ლოგიკურად ჩამოყალიბება და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება.კომუნიკაციისუნარი– ქართულ ენაზე კომუნიკაცია სათანადო ტექნიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენებით პროფესიონალებთან და დაინტერესებულ პირებთან.სწავლისუნარი – სამუშაო დროის სწორად, რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ტექსტებისა და დოკუმენტების კითხვისა და ციტირების უნარი; მასალის თანმიმდევრული ორგანიზების უნარი; საკუთარი სწავლის პროცესის შეფასების უნარი.ღირებულებები– განსხვავებული აზრის პატივისცემა; განსხვავებული კულტურების პატივისცემა; საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის ცოდნა და პატივისცემა; ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისება; აკადემიური ეთიკის ნორმების დაცვა.

  38. საქართველოს ისტორია დამატებითი (minor) პროგრამა დასაქმების სფეროები ძირითადი სპეციალობით გათვალისწინებული დასაქმების სფეროების გარდა, საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზებას კურსდამთავრებული შესძლებს საგანამანათლებლო დაწესებულებებში, არქივებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, საგამომცემლო ორგანიზაციებში, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებში რეფერენტად, სარეკლამო სააგენტოებში.

  39. საქართველოს ისტორია დამატებითი (minor) პროგრამა სასწავლო რესურსი სასწავლო პროცესის საკადრო უზრუნველყოფაპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური/მოწვეული პერსონალი, რომელთაც აქვთ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.სასწავლო პროცესის სასწავლო მეთოდური უზრუნველყოფა დამატებითი პროგრამის – საქართველოს ისტორია – სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყოველი დისციპლინის სწავლების პროცესი უზრუნველყოფილია შესაბამისი სასწავლო-მეთოდური დოკუმენტაციით: სილაბუსით, სალექციო კურსებით, ძირითადი სახელმძღვანელოებითა და დამხმარე საინფორმაციო წყაროებით, სასწავლო მეთოდური რეკომენდაციებით. სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სასწავლო ლიტერატურით. სასწავლო უნივერსიტეტს გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკებთან წვდომის ხელშეკრულება საქართველოს ბიბლიოთეკების ასოციაციასთან, რისი მეშვეობითაც სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული ბიბლიოთეკით:სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა დამატებითი პროგრამის – საქართველოს ისტორია – რეალიზაციის პროცესი უზრუნველყოფილია თეორიული და პრაქტიკული მუშაობისათვის განკუთვნილი კომფორტული აუდიტორიებით, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობებით (ე.წ პროექტორებით) და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. დამატებითი საგანმანათლებლო პროგმამის არჩევის გამჭვირვალობადამატებითი საგანმანათლებლო პროგრამას სტუდენტი ირჩევს ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამით, რომელიც განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე WWW.HEYDARUNI.EDU.GE. დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის სარეგისტრაციო ვადები დგინდება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სტუდენტს უფლება აქვს სტუდენტთა ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მეშვეობით სარეგისტრაციო ვადებში აირჩიოს დამატებითი პროგრამა.

  40. ფინანსები დამატებითი (minor) პროგრამა ზოგადი დახასიათება მიმართულება: კომპიუტინგიდამატებითი (MINOR) პროგრამა ფინანსები დიპლომის კვალიფიკაცია აკადემიური ხარისხის გარეშედამატებითი პროგრამა არ იძლევა აკადემიურ ხარისხს. მაგრამ დამატებითი პროგრამა მომავალ ბაკალავრს შედარებით გაღრმავებულად შეასწავლის დარგობრივი დისციპლინების გარკვეულ ნაწილს. პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი / 1500 საათი, აქედან საკონტაქტო 576 საათისწავლის ხანგრძლივობა: ოთხი სემესტრიპროგრამაზე სწავლების ენა: სახელმწიფო ენაპროგრამაზე დაშვების წინაპირობა: კომპიუტინგის ძირითადი (MAJOR) საგანმანათლებლო პროგრამის მე–5 სემესტრიდან;

  41. ფინანსები დამატებითი (minor) პროგრამა მიზნები სტუდენტს შეასწავლოს ფინანსების ძირითადი პრინციპები და მეთოდები. ფინანსების მართვის ხელოვნება.ძირითადი სპეციალობის ათვისების პარალელურად გამოუმუშაოს დინამიურ ბიზნეს-გარემოში მუშაობის, ფინანსების ორგანიზების, მართვისა და გამოყენების თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, დამატებითი (minor) სპეციალობა სტუდენტს აკადემიურ ხარისხს არ ანიჭებს, მაგრამ დაეხმარება მას კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სწავლების შემდგომ საფეხურზე არჩევანის შესაძლებლობების გაფართოებაში. შრომის ბაზარზე ადაპტირებასა და პროფესიული კარიერის მიღწევაში.

  42. ფინანსები დამატებითი (minor) პროგრამა სწავლის შედეგები დამატებითი (MINOR) პროგრამის შესწავლის შემდეგ ბაკალავრს, რომელსაც ექნება ერთი ძირითადი სპეციალობა, შეძენილი ცოდნა გამოადგება ძირითადი სპეციალობის კვალიფიკაციაში დამატებითი აკადემიური რესურსის ჩასართავად. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს თეორიულ ცოდნას ფონანსების სპეციალობაში, აგრეთვე შეიძენს პროფესიულ კომპეტენციებსა და უნარებს, დაეუფლება ცოდნის დამოუკიდებლად შეძენისა და გაღრმავების მეთოდებს, გაერკვევა მეცნიერულ და სოციალურ ფასეულობებში. ეცოდინება ფინანსების სფეროს თავისებურებები და მისი სამომავლო პერსპექტივები. დამატებითი პროგრამა, ძირითად პროგრამასთან ერთად უზრუნველყოფს სასწავლო უნივერსიტეტის მისიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას – ქვემო ქართლის რეგიონში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.

  43. ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს აქვს:- ფინანსების, ბიზნესისა და მენეჯმენტის სათანადო ტერმინოლოგიის დამონაცემების ცოდნა; - ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმების, ფინანსების პრინციპებისა და ფუნქციების, საწარმოს სტრატეგიის ცოდნა და გაცნობიერება;- ფინანსისტის სამართლებრივი და ეთიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერება.ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს აქვს:- ფინანსების მართვის (დაგეგმვა, ორგანიზეწბა, მოტივაცია, კონტროლი) უნარი;- საწარმოო ეფექტიანობის განსაზღვრის, მათი ზრდისა და ხარისხის მართვის უნარი;- ბიუჯეტის მომზადების, პროექტების მართვის, ფინანსური ანალიზის უნარი;- პრობლემების გადასაჭრელად ეფექტიანი გზების მოძიების უნარი; ფინანსები დამატებითი (minor) პროგრამა სწავლის შედეგები

  44. დასკვნის უნარიკურსდამთავრებულს აქვს:- კონკრეტული ამოცანის ამოხსნისას ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, მონაცემების შეგროვების, ანალიზის და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;კომუნიკაციის უნარიკურსდამთავრებულს აქვს:- იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადების უნარი; - საქმიანი დოკუმენტების და პროექტების მომზადების, ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციის უნარი;სწავლის უნარი კურსდამთავრებულს აქვს:- დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით სპეციალური ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის თანმიმდევრულად სრულყოფის უნარი; ღირებულებებიკურსდამთავრებულს აქვს:- პროფესიული და ეთიკური ღირებულებების დაცვის, დამკვიდრებისა და პრინციპების პატივისცემის უნარი; ფინანსები დამატებითი (minor) პროგრამა სწავლის შედეგები

  45. ფინანსები დამატებითი (minor) პროგრამა დასაქმების სფეროები სასწავლო პროცესის საკადრო უზრუნველყოფა პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური/მოწვეული პერსონალი, რომელთაც აქვთ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.სასწავლო პროცესის სასწავლო მეთოდური უზრუნველყოფა ფინანსების დამატებითი(MINOR) პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყოველი დისციპლინის სწავლების პროცესი უზრუნველყოფილია შესაბამისი სასწავლო-მეთოდური დოკუმენტაციით: სილაბუსით, სალექციო კურსებით, ძირითადი სახელმძღვანელოებითა და დამხმარე საინფორმაციო წყაროებით, სასწავლო მეთოდური რეკომენდაციებით. სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სასწავლო ლიტერატურით. სასწავლო უნივერსიტეტს გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკებთან წვდომის ხელშეკრულება საქართველოს ბიბლიოთეკების ასოციაციასთან, რისი მეშვეობითაც სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული ბიბლიოთეკით სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ფინანსების დამატებით(MINOR) პროგრამის რეალიზაციის პროცესი უზრუნველყოფილია თეორიული და პრაქტიკული მუშაობისათვის განკუთვნილი კომფორტული აუდიტორიებით, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობებით (ე.წ პროექტორებით) და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. დამატებითი საგანმანათლებლო პროგმამის არჩევის გამჭვირვალობადამატებითი საგანმანათლებლო პროგრამას სტუდენტი ირჩევს ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამით, რომელიც განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე WWW.HEYDARUNI.EDU.GE. დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის სარეგისტრაციო ვადები დგინდება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სტუდენტს უფლება აქვს სტუდენტთა ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მეშვეობით სარეგისტრაციო ვადებში აირჩიოს დამატებითი პროგრამა.

  46. მიმართულება: კომპიუტინგიდამატებითი (MINOR) პროგრამა მენეჯმენტი დიპლომის კვალიფიკაცია აკადემიური ხარისხის გარეშედამატებითი პროგრამა არ იძლევა აკადემიურ ხარისხს. მაგრამ დამატებითი პროგრამა მომავალ ბაკალავრს შედარებით გაღრმავებულად შეასწავლის დარგობრივი დისციპლინების გარკვეულ ნაწილს. პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი / 1500 საათი, აქედან საკონტაქტო 576 საათისწავლის ხანგრძლივობა: ოთხი სემესტრიპროგრამაზე სწავლების ენა: სახელმწიფო ენაპროგრამაზე დაშვების წინაპირობა: კომპიუტინგის ძირითადი (MAJOR) საგანმანათლებლო პროგრამის მე–5 სემესტრიდან; მენეჯმენტის დამატებითი (minor) პროგრამა ზოგადი დახასიათება

  47. სტუდენტს შეასწავლოს მენეჯმენტისძირითადი პრინციპები და მეთოდები. მენეჯმენტის ხელოვნება.ძირითადი სპეციალობის ათვისების პარალელურად გამოუმუშაოს დინამიურ ბიზნეს-გარემოში მუშაობის, მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, დამატებითი (minor) სპეციალობა სტუდენტს აკადემიურ ხარისხს არ ანიჭებს, მაგრამ დაეხმარება მას კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სწავლების შემდგომ საფეხურზე არჩევანის შესაძლებლობების გაფართოებაში. შრომის ბაზარზე ადაპტირებასა და პროფესიული კარიერის მიღწევაში. მენეჯმენტის დამატებითი (minor) პროგრამა მიზნები

  48. დამატებითი (MINOR) პროგრამის შესწავლის შემდეგ ბაკალავრს, რომელსაც ექნება ერთი ძირითადი სპეციალობა, შეძენილი ცოდნა გამოადგება ძირითადი სპეციალობის კვალიფიკაციაში დამატებითი აკადემიური რესურსის ჩასართავად. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს თეორიულ ცოდნას მენეჯმენტში, აგრეთვე შეიძენს პროფესიულ კომპეტენციებსა და უნარებს, დაეუფლება ცოდნის დამოუკიდებლად შეძენისა და გაღრმავების მეთოდებს, გაერკვევა მეცნიერულ და სოციალურ ფასეულობებში. ეცოდინება მენეჯმენტის სფეროს თავისებურებები და მისი სამომავლო პერსპექტივები. დამატებითი პროგრამა, ძირითად პროგრამასთან ერთად უზრუნველყოფს სასწავლო უნივერსიტეტის მისიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას – ქვემო ქართლის რეგიონში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს. მენეჯმენტი დამატებითი (minor) პროგრამა სწავლის შედეგები

  49. ცოდნა და გაცნობიერება- მენეჯმენტის არსის, პრინციპების, თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების, ფუნქციების ცოდნა და გაცნობიერება;- კორპორაციის მატერიალური, ადამიანური და ფინანსური რესურსების, კომპანიის დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის წესების, ცოდნა და გაცნობიერება; - გუნდურ პროექტში მონაწილეობის და ბიზნეს-ორგანიზაციაში პრაქტიკული მენეჯმენტის განსახორციელებლად მენეჯმენტის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა და გაცნობიერება;ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი- ბიზნეს გარემოში ადაპტირების, ბიზნეს-პრო­გრამებში მონაწილეობის მიღების, ბიზნესის მართვაში მონაწილეობის უნარი; - წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ბიზნეს–გეგმის შედგენისა და ცალკეული კომპონენტების შემუშავების უნარი;- გუნდური პროექტის შედგენაში მონაწილეობის, საწარმოო შესაძლებლობების განსაზღვრის უნარი; ფინანსები დამატებითი (minor) პროგრამა სწავლის შედეგები

  50. დასკვნის უნარი- სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით ორგანიზაციის ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების ცვლილების შესახებ მონაცემების შეგროვების, განმარტების, და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;კომუნიკაციის უნარი- თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებით ინტერნეტ-საიტებზე ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და წერილობითი ანგარიშის მომზადების უნარი;სწავლის უნარი- თვითგანვითარების მიმართულებების განსაზღვრის უნარი;ღირებულებები- პროფესიული ეთიკის პრინციპების პატივისცემისა და ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღების უნარი; მენეჯმენტის დამატებითი (minor) პროგრამა სწავლის შედეგები

More Related