1 / 17

მოტივაციის თეორიები მაგალითი: Walt Disney- ს წარმატების საიდუმლო

მოტივაციის თეორიები მაგალითი: Walt Disney- ს წარმატების საიდუმლო. მოტივაციის არსი.

joy-nolan
Download Presentation

მოტივაციის თეორიები მაგალითი: Walt Disney- ს წარმატების საიდუმლო

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. მოტივაციის თეორიები მაგალითი: Walt Disney-ს წარმატების საიდუმლო

  2. მოტივაციის არსი მოტივაცია საქმიანობისაკენ საკუთარი თავისა და სხვა პირების სტიმულირების პროცესია პირადი ან ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. მოტივაციაზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული საწარმოების ეფექტიანად მუშაობა. შეიძლება ფირმას ჰქონდეს ოპტიმალური სტრუქტურა, მაგრამ არ იყოს ეფექტიანი იმის გამო, რომ ხელმძღვანელობას არ შეუძლია მუშაკთა შრომის წარმართვა დასახული მიზნისაკენ.

  3. მოტივაციის არსი მოტივაცია არის რაიმეს გაკეთების მიზეზი. მოტივაცია ეხება იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ადამიანის გარკვეულ ქცევებზე. მოტივაციის კომპონენტებია: • მიმართულება _ რის გაკეთებას ცდილობს ადამიანი; • ძალისხმევა _ რამდენად ცდილობს ადამიანი; • მდგრადობა _ რამდენ ხანს ცდილობს ადამიანი.

  4. მოტივაციის არსი ტერმინი - ძლიერად მოტივირებული მუშაკი, გულისხმობს ადამიანს, რომელიც ცდილობს კარგად შეასრულოს სამუშაო, აღიარებს ორგანიზაციის მიზნებს და მთელ ძალასა და მონდომებას მათ მისაღწევად მიმართავს. მოტივაცია მეტად კომპლექსურია. კითხვაზე – რა არის მუშაობის მოტივები? უმეტესობა პასუხობს: საზოგადოებრივი მდგომარეობა, სტატუსი, აღიარება, ადამიანთა კოლექტივში ყოფნა, კარიერა, პროფესიული ზრდის მოთხოვნილება, ფული, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ზოგიერთი მტკიცება სპეციფიკური და კონკრეტულია, სხვა კი ზოგადი.

  5. მოტივაციის თეორიები არსებობს მოტივაციის განსხვავებული თეორიები, რომლებიც პირობითად შეიძლება 3 კატეგორიად დავყოთ: • შინაარსობრივი თეორიები • პროცესუალური თეორიები • განმტკიცების თეორიები.

  6. მოტივაციის თეორიები შინაარსობრივი თეორიები ეფუძნება იმ შინაგანი მოთხოვნილებების იდენტიფიკაციას, რომლებიც აიძულებს ადამიანს მოიქცეს ასე და არა სხვაგვარად. ამ თეორიებში აქცენტირებულია, თუ “რა” ახდენს მომუშავის მოტივირებას. პროცესუალური თეორიების ინტერესის საგანია, თუ “როგორ” გარდაიქმნება მოთხოვნილება სასურველ ქცევად განმტკიცების თეორიები კი აქცენტს აკეთებს საშუალებებზე, რომლებიც აკონტროლებენ ინდივიდთა ქცევას და მანიპულირებენ მისი შედეგებით.

  7. მოტივაციის შინაარსობრივი თეორიები • მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია • თეორია ERG • შეძენილი მოთხოვნილებების თეორია • ორფაქტორიანი თეორია

  8. მოტივაციის პროცესუალური თეორიები • მოლოდინის თეორია • სამართლიანობის თეორია • პორტერ-ლოუერის მოდელი

  9. განმტკიცების თეორიები • პირობითი რეფლექსების კლასიკური ფორმირება და ინსტრუმენტული პირობითი რეფლექსების შემუშავება.  • განმტკიცების სტრატეგიები • განმტკიცების  სტრატეგიათა ანალიზი

  10. Walt Disney -ს წარმატების საიდუმლო ზღაპრული სამყარო, ზრაპრული მენეჯმენტი ბიზნესის ყოველ ასპექტში – ფინანსებში, მომსახურების სფეროში, მენეჯმენტში –კომპანია დისნეი ლიდერია. მიზეზი კი სულაც არ არის გასაოცარი, ეს არის გააზრებული და სწორად დაგეგმილი მოტივაცია. მოტივაციის 180 პროგრამიდან, რომელიც კომპანია დისნეის გამოუყენებია, უნდა გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი 3 პროგრამა.

  11. Walt Disney -ს წარმატების საიდუმლო დაჯილდოება FRED-ის მნიშვნელობა FRED წარმოადგენს აკრონიმს, რომელიც შექმნილია იმ თანამშრომლისათვის, რომელიც ფლობს შემდეგ ღირებულებებს: მეგობრობა, საზრიანობა, ენთუზიაზმი და სანდოობა. ასეთ თანამშრომლებს კომპანია გადასცემს სიმბოლურ პრიზს – მიკი-მაუსის პატარა სტატუეტს.

  12. Walt Disney -ს წარმატების საიდუმლო “ხუთ წუთიანი საუბარი” ეს პროგრამა ამყარებს მენეჯერებსა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთობას. ყოველი მენეჯერი იღებს დაახლოებით 10 ადამიანისაგან შემდგარ სიას, რომელთანაც არასოდეს უმუშავია და იგი ვალდებულია მომდევნო ერთი თვის მანძილზე ითანამშრომლოს მათთან, ყოველდღიურად სულ ცოტა 5 წუთი მაინც დახარჯოს, რათა შეაფასოს თითოეული მათგანი.

  13. Walt Disney -ს წარმატების საიდუმლო “WOW! ბარათები” კომპანია დისნეის წევრები რეგულარულად იღებენ სამადლობელ ბარათებს კომპანიის ხელმძღვანელობისაგან. ეს ბარათები გამოხატავს მადლიერებას იმისათვის, რომ ისინი მუშაობენ ნაყიფიერად, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება თანამშრომელთა კმაყოფილების დონეზე და ისინი ხდებიან მეტად მოტივირებულნი.

  14. Walt Disney -ს წარმატების საიდუმლო რა შეიძლება ვისწავლოთ კომპანია დისნეისაგან ისეთი, რაც დაგვეხმარება ჩვენს ორგანიზაციაში? ყველაფერი იწყება ფილოსოფიით – შექმენით იდეა, და დაიწყეთ ცხოვრება და მუშაობა მის გასატარებლად რეალურ სამყაროში. წახალისება მრავალი ფორმითაა შესაძლებელი – ინდივიდუალური წახალისების სისტემა ხშირად არაა საკმარისი თანამშრომელთა მოტივირებისათვის. დანერგეთ მოტივაციისა და წახალისების სწრაფი მეთოდები და ასევე გამოიყენეთ წახალისების არაფორმალური მეთოდებიც საჭიროების შემთხვევაში. თქვენი სისტემა ზუსტად უნდა პასუხობდეს კომპანიის ღირებულებებს. თუ თქვენ ამბობთ, რომ აფასებთ თქვენს მუშებს, არ დაუჭიროთ მხარი ისეთ სისტემას, პოლიტიკას და პროცედურას, რომელიც შეუქმნის დაბრკოლებას თანამშრომელთა შესაძლებლობების გამოვლენას.

  15. Walt Disney -ს წარმატების საიდუმლო კომპანია დისნეი არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ორგანიზაციას აქცენტის გაკეთება როგორც ადამიანებზე, ისე კოლექტიურ მუშაობაზე; თუ როგორ შეუძლია მას მოახდინოს მომუშავეთა მოტივაცია მისიისა და საწარმოო ამოცანების გზით; ამასთანავე, მუდმუივად მზარდი კონკურენციის პირობებში განუწყვეტლივ აამაღლოს შემოსავალი. მოცემული ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატება ეფუძნება მასში მომუშავე ადამიანების მოტივაციასა და ქცევას.

  16. გმადლობთ ყურადღებისთვის!

  17. დასკვნა თანამშრომელთა მოტივაცია კომპლექსური პროცესია, ის ინდივიდის ქცევის მახასიათებლებთან ერთად კულტურულ შეხედულებებსაც ეყრდნობა. ამდენად, თანამშრომელთა მოტივაცია დიდ ძალისხმევას მოითხოვს და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მენეჯრთა დიდი ნაწილი ორგანიზაციის მთავარ პრობლემად მოტივირებული თანამშრომლების ნაკლებობას ასახელებს. წარმოდგენილი თემა გარკვეულწილად, ამ პრობლემების მოგვარებას ემსახურება და მოიცავს რჩევებს, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მოტივაციის მაღალ დონეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატებული მოტივაციის მოდელი ორგანიზაციას წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

More Related