80 likes | 488 Views
იმპორტის გადასახადი. იმპორტის გადასახდელები. ნებისმიერ ქვეყანაში განხორციელებული საქონლის იმპორტი იბეგრება სამი ძირითადი გადასახადით. ესენია: დამატებული ღირებულების გადასახადი; იმპორტის გადასახადი; აქციზი, თუ იმპორტირებული საქონელი აქციზური საქონელია.
E N D
იმპორტის გადასახდელები • ნებისმიერ ქვეყანაში განხორციელებული საქონლის იმპორტი იბეგრება სამი ძირითადი გადასახადით. ესენია: • დამატებული ღირებულების გადასახადი; • იმპორტის გადასახადი; • აქციზი, თუ იმპორტირებული საქონელი აქციზური საქონელია. ამ სამი სახის გადასახადს, რომელიც გადაიხდება მხოლოდ საქონლის იმპორტირების შემთხვევაში ეწოდება იმპორტის გადასახდელები • საქონლის იმპორტის დროს გადახდილ დღგ-ზე პირს აქვს ჩათვლის უფლება, თუ იგი დარეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად • აქციზურ ,,ნედლეულზე” პირს აქვს გადახდილი აქციზის ჩათვლის უფლება, თუ ამ ნედლეულიდან აწარმოებს სხვა აქციზურ საქონელს
იმპორტის გადასახადი • იმპორტის გადასახადი არის საბაჟო გადასახადის (ტარიფების) სახეობა. ამ გადასახადით იბეგრება ქვეყანაში შემოტანილი (იმპორტირებული) საქონელი, მაშინ როცა საბაჟო გადასახადი იმპორტის დაბეგვრასთან ერთად გულისხმობს ექსპორტის (საქონლის გატანის) დაბეგვრასაც • იმპორტის გადასახადი, აქციზის მსგავსად, არის გადასახადი, რომელშიც გამოიხატება გადასახადების ძირითადი ეფექტებიდან (,,4 R”) ერთერთი - გადაფასება (აფასება) • თუ აქციზის შემთხვევაში ამ ეფექტის შინაარსი გამოიხატება სახელმწიფო ხედვაში, რომ ზოგიერთი საქონელი მავნეა ჯანმრთელობისთვის და საჭიროა მისი მოხმარების შეზღუდვა (საქონლის გაძვირებით), იმპორტის გადასახადის შემთხვევაში აღნიშნული ეფექტი უკავშირდება სახელმწიფოს პროტექციონისტურ პოლიტიკას - ეროვნული წარმოების დაცვას, იმპორტირებული საქონლის გაძვირებით
იმპორტის გადასახადი • საქართველოში მოქმედებს 5 საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადი, საიდანაც ერთერთია იმპორტის გადასახადი, ანუ მისი გადახდა სავალდებულოა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა • იმპორტის გადასახადის გადამხდელი იმის მიხედვით ფიზიკური პირი ახორციელებს იმპორტს, თუ იურიდიული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი მათგანი, რის გამოც აღნიშნული გადასახადი წარმოადგენს გადასახადების შერეულ ფორმას • რადგან იმპორტის გადასახადით იბეგრება საქონლის შემოტანა რომელიმე ქვეყანაში, ანუ მისი მეშვეობით იბეგრება საქონლის გადააადგილება, იგი წარმოადგენს არაპირდაპირ გადასახადს • ამასთან აქციზის მსგავსად ნებისმიერ ქვეყანაში იმპორტის გადასახადით იბეგრება წინასწარ განსაზღვრული საქონლის ჯგუფი, ამიტომ იგი არაპირდაპირი გადასახადების ინდივიდუალური ფორმაა
იმპორტის გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი • იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი როგორც ფიზიკური ისე იურიდიული), რომელიც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის შემოტანას • იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის სატარიფო ღირებულება • საქონლის სატარიფო ღირებულება წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკურ საზღვრამდე საქონლის ღირებულებას, რომელშიც შედის საქონლის შესყიდვის ღირებულება, ტრანსპორტირების ღირებულება და სხვა ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია საქონლის ეკონომიკურ საზღვრამდე მიტანისთვის • საქონლის იმპორტისას დღგ გადაიხდება საქონლის სატარიფო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადელების თანხის ჯამიდან
იმპორტის გადასახადის განაკვეთები • იმპორტის გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია. გასაიმპორტებელი საქონელი იბეგრება 5 და 12-პროცენტიანი განაკვეთით. ამ განაკვეთებით დაბეგვრის ჯგუფში შედის ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები იმპორტის გადასახადისაგან გათავიშუფლებულია ფიზიკური პირის მიერ: • დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების და 30კგ-მდე წონის საქონლის იმპორტი; • საფოსტო გზავნილით განხორციელებული 300 ლარამდე ღირებულების და 30 კგ-მდე წონის საქონლის იმპორტი
მაგალითი • ვთქვათ პირმა შეიძინა საქონელი აშშ-ში. გადაიხადა მასში 25 000 ლარის ექვივალენტი დოლარებში • საქონლის გემამდე ტრანსპორტირება და გემის დატვირთვა დაუჯდა 2000 ლარის ექვივალენტი დოლარებში • საქონლის გემით ტრანსპორტირება 5000 ლარის ექვივალენტი დოლარებში • სხვა ხარჯი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრამდე არ ქონია • რა გადასახადების გადახდა მოუწევს ამ პირს საქართველოში აღნიშნული საქონელი იმპორტირებისას 12%-იანი იმპორტის გადასახადის შემთხვევაში, თუ საქონელი არააქციზურია?
მაგალითის ამოხსნა • მას მოუწევს იმპორტის გადასახდელებიდან ორი გადასახადის გადახდა: იმპორტის გადასახადის და დღგ-ის; • საქონლის სატარიფო ღირებულება არის მისი ფასი (მასზე გაწეული დანახარჯი) საქართველოს ეკონომიკურ საზღვრამდე ანუ 32000 ლარი; • იმპორტის გადასახადი აიღება სატარიფო ღირებულებიდან და შეადგენს 32000*12% ანუ 3840 ლარი • დღგ აიღება სატარიფო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადელების ჯამიდან. ამ შემთხვევაში 32000+3840=35840. შესაბამისად დღგ იქნება 6451,2 • თუ აღნიშნული პირი დარეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად მაშინ მას ენება გადახდილ დღგ-ზე ჩათვლის უფლება, ანუ თუ ამ საქონელს გაყიდის 50000 ლარად მისი დღგ იქნება 50000*18%=9000 ლარი, ხოლო ბიუჯეტში შესატანი დღგ _ 9000-6451.2=2548,8 ლარი