1 / 41

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა. მიზანი. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის სრულად ათვისება, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და ხარისხის გაზრდა; ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით;

dolf
Download Presentation

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა

  2. მიზანი • საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის სრულად ათვისება, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და ხარისხის გაზრდა; • ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით; • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდა, ტრადიციულ და ახალ ბაზრებზე პოზიციების გაძლიერება; • რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

  3. დარგის განვითარების ძირითადი ამოცანები • სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება • მეთესლეობის სისტემის განვითარება • სურსათის უვნებლობის ინფრასტრუქტურის სრულყოფა • გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობა • მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეფორმა • სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის განვითარება • სოფლის მეურნეობაში იაფი საბანკო და სადაზღვევო პროდუქტის შექმნა

  4. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია სასოფლო-სამეურნეო ფართობების გასარწყავება მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სარწყავ ფართობებზე ურწყავთან შედარებით რიგი კულტურების საჰექტარო მოსავლიანობა ათჯერ იზრდება. საქართველოში სულ მიწის გასარწყავების პოტენციალი არის 481 000 ჰექტარი. არსებული სარწყავი სისტემების სრული რეაბილიტაციის შემთხვევაში შესაძლებელია 300 000 ჰექტარის მორწყვა. თუმცა დღეისათვის ირწყვება მხოლოდ 60 000 ჰექტარი.

  5. მელიორაცია

  6. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფაქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაზრდის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარკის განახლება. • სოფლის მეურნეობა განიცდის სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მწვავე დეფიციტს კერძოდ: • ტრაქტორების, კომბაინების და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო აგრეგატების: სახელმწიფომ უნდა შექმნას აგრო სერვის-ცენტრების ქსელი რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, რომლის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მიწათმოსარგებლისთვის და რომელმაც სრულად უნდა უზრუნველყოს გლეხური და ფერმერული მეურნეობები სასოფლო სამეურნეო ტექნიკით და აგრეგატებით.

  7. მეთესლეობის სისტემის განვითარება სათესლე მასალა გახდა დეფიციტური და უხარისხო, გლეხი აღარ აწარმოებს სათესლე მასალას და იგი დამოკიდებულია იმპორტულ გენმოდიფიცირებულ და უხარისხო თესლზე. აღნიშნულმა პოლიტიკამ გამოიწვია ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების გადაგვარება. სახელმწიფოში უნდა დაიწყოს მეთესლეობის პროგრამის განხორციელება. ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ინტელექტუალური პოტენციალი საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია და ამ პროგრამას სათავეში უნდა ჩაუდგეს მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი.

  8. საჭირო თესლეული (ერთწლიანი კულტურები)

  9. სურსათის უვნებლობა • სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოს „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ერთიანი ეროვნული სამსახურის” რეგიონალური და მუნიციპალური ქსელი, რომლის მიზანი იქნება მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა, აგრეთვე სურსათის ხარისხის ამაღლება. • აღნიშნულმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა და მეწარმეთა კონტროლის მექანიზმის გამარტივება, ე.წ. ერთი სარკმლის პრინციპით, რამაც უნდა მოხსნას ბიუროკრატიული ბარიერები მეწარმეთათვის. • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებას, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებასთან ერთად ხელს შეუწყობს ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით. • ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ადგილობრივი პროდუქციით იმპორტის ჩანაცვლებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

  10. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურა

  11. სურსათის უვნებლობის ინფრასტრუქტურის სრულყოფა • ქვეყანაში უნდა დაინერგოს თანამედროვე ლაბორატორიული სისტემები, • რომელიც საშუალებას იძლევა დროულად აღმოვაჩინოთ და აღმოვფხვრათ • ადმიანთა და ცხოველთა საერთო ინფექციური დაავადებები. • აღნიშნული სისტემა უნდა იყოს მოდერნიზებული, რომელიც განახორციელებს ეპიდემიოლოგიურ მონიტორინგს, ასევე აუცილებელია საველე სადგურების მოწყობა. • ზემოაღნიშნულმა სისტემებმა მთავრობას უნდა მისცეს • საშუალება ეფექტურად განახორციელოს ნებისმიერი • სირთულის პრევენციული ღონისძიებები. • განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა გატარდეს საშიში ინფექციური დაავადებების : თურქულის, ჯილეხის, ცოფის, ბრუცელიოზისა და ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო პროფილაკტიკური ვაქცინაციასა და დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას.

  12. გადამამუშავებელი წარმოება გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გადამამუშავებელი საწარმოების შქმნის სტიმულირებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით, რომელიც უზრუნვეყოფილი იქნება სპეციალური საკანონმდებლო ბაზით, მათ შორის უმნიშველოვანესი არის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რამაც უნდა უზრუნვეყოს თავისუფალი ფულის გადადინება სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად.

  13. გადამამუშავებელი წარმოება

  14. გადამამუშავებელი წარმოება

  15. მეცხოველეობა

  16. მეღვინეობის დარგის რეფორმა • საქართველოში დღეს 60.5 ათასი ჰექტარი ვენახია გაშენებული და 146 ღვინის ქარხანა ფუნქციონირებს. • 2005-2006 წლებში საქართველოში შეიქმნა რამდენიმე ახალი ღვინის ქარხანა, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ვენახების ფართობების ზრდაზე და 5000 ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთის ბაზრის დაკარგვამ და ახალი ბაზრების ძიების წარუმატებლობამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მეღვინეობა.

  17. მეღვინეობის დარგის რეფორმა • სახელმწიფომ უნდა გააქტიუროს ბრძოლა და უმკაცრესი ღონისძიებები გაატაროს შიდა ბაზარზე ღვინის ფალსიფიკაციის აღსაკვეთად, აგრეთვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ქვეყნებში ქართული ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლას და ქართული ბრენდების დაცვას. • გარდა ახალი სამომხმარებლო ბაზრების ძიებისა დიდად მნიშველოვანია ყურძნის შესანახი სპეციალური ნაგებობების შექმნა, რითაც ხელი შეეწყობა ჭარბი მოსავლის დასაწყობებას, აგრეთვე სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი ყურძნით.

  18. ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით სახელმწიფომ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში.

  19. სასოფლო-სამეურნეო მიწა • ქვეყანაში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწაა, აქედან: • 265 ათასი ჰექტარი - მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული; • 1795 ათასი ჰექტარი -საძოვარი; • 800 ათასი ჰექტარი - სახნავი; • 143 ათასი ჰექტარი - სათიბი. • 2005 წელს მიღებული იქნა კანონი„სახელმწიფი საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შესახებ“, რომლსაც საშუალება უნდა მიეცა მიწათმოსარგებლეებისთვის შეღავათაინი პირობებით მიიღოთ საკუთრებაში მიწა და გამოიყენებინათ კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად, თუმცა არასწორმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით მიწის ქონების გადასახადით დაბეგვრის შემოღებამ მიწის ღირებულება გააუფასურა. • სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა დაიხვეწოს და განვითარდეს აგრარულ-გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა AGRAR-GIS, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ერთიანი შეფასება, მოსავლიანობის პერიოდული მონიტორინგი და პროდუქციის წარმოების ოპტიმალური დაგეგმვა, რაც საშუალებას მისცემს მესაკუთრეებსა და პოტენციურ ინვესტორებს სწრაფად და ადგილზე გაუსვლელად მიიღონ სრული ინფორმაცია მიწის შესაძლო გამოყენებისა და ნაყოფიერების შესახებ.

  20. საქართველოს ნიადაგების ხარისხობრივი რუკა

  21. პოტენციალი (ერთწლიანი კულტურები)

  22. პოტენციალი (მრავალწლიანი კულტურები)

  23. საერთაშორისო პროექტები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა მსხვილი საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებიდან (როგორიცაა RDP- მსოფლიო ბანკი, “Millennium Challenge” და სხვა).

  24. სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსება • საერთაშორისო პროექტებით მოზიდული სახსრები • ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები (მელიორაცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აგრეგატები, აგრო-საინჟინრო ცენტრები, მეთესლეობის სისტემის განვითარება, სურსათის უვნებლობის ინფრასტრუქტურის სრულყოფა

  25. სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსება • კერძო ინვესტიციები: (რომელიც უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა საგადასახადო ბაზამ) • იაფი საბანკო პროდუქტი და დაზღვევა სოფლის მეურნეობაში

  26. იაფი საბანკო პროდუქტი და დაზღვევა სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ბიუჯეტი არალიკვიდური აქტივები 408 მლნ. ლარი სოფლის მეურნეობა საბანკო სექტორი 408 მლნ. ლარი იაფი საბანკო პროდუქტი და დაზღვევა სოფლის მეურნეობაში

  27. სურსათის იმპორტი 2004-2005 წწ.

  28. იმპორტის წილი სურსათის ფაქტიურ მოხმარებაში

  29. 541 190 სამუშაო ადგილი

  30. 541 190 სამუშაო ადგილი

  31. 541 190 სამუშაო ადგილი

  32. 541 190 სამუშაო ადგილი

  33. 541 190 სამუშაო ადგილი

  34. 541 190 სამუშაო ადგილი

  35. 541 190 სამუშაო ადგილი

  36. 541 190 სამუშაო ადგილი

  37. 541 190 სამუშაო ადგილი

  38. 541 190 სამუშაო ადგილი

  39. სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია გმადლობთ ყურადღებისთვის!

  40. www. kartulidasi. ge www. parliament. ge

More Related