260 likes | 830 Views
შპს” კონსერვატორია “. sadazRvevo paketebi:. sadazRvevo paketebi:. sadazRvevo paketebi:. sadazRvevo paketebi:. mniSvnelovani faqtebi iraos Sesaxeb. შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია “ირაო” დაარსდა 2004 წელს;
E N D
mniSvnelovanifaqtebiiraos Sesaxeb • შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია “ირაო” დაარსდა 2004 წელს; • 2007 წლიდან ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe) - ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სადაზღვევო მომსახურების ფართო ქსელი - ირაო-ს ძირითადი აქციონერი ხდება; • 2011 წელს ვენის სადაზღვევო ჯგუფი აქციათა მოცულობას ირაო-ში 100%-მდე ზრდის, რაც პირდაპირ მიუთითებს კომპანიის მზარდ პოტენციალზე ადგილობრივ სადაზღვევო ბაზარზე; • 2011 წელს ჰოსპიტალების რეაბილიტაციის სახელმწფო პროგრამის ფარგლებში “ირაო”–მ ააშენა და სრულად აღჭურვა 6 საავადმყოფო საქართველოს მუნიციპალიტეტებში.
Cveni strategia / miznebi da Rirebulebebi • მყარი გარანტიების უზრუნველყოფა • განვითარებისაკენ სწრაფვა • ბიზნესის მართვის ეფექტურობა • მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია • დახვეწილი მომსახურება • მომსახურების სახეობების მუდმივი განახლება • ერთიანობა - ჩვენ ვოპერირებთ პროფესიონალიზმისა და გუნდურობის პრინციპებზე დაყრდნობით: • საქმის წარმოება - ჩვენ ვაწვდით მომხმარებლებს ხარისხიან, დროულ და ადეკვატურ მომსახურებას; • ჯანსაღი აზროვნება - ჩვენ ვითვალისწინებთ სადაზღვევო ბაზრის საჭიროებებს და ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს ინდივიდუალური მიდგომით; • პატივისცემა და ერთგულება - ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი საქმისა და მომხმარებლის მიმართ, ვითვალისწინებთ და ვცემთ პატივს მათ სურვილებსა და მოთხოვნებს.
Cveni warmomadgenlobebi ირაოს რეგიონალური ფილიალი ირაოს საავადმყოფო ირაოს სამედიცინო წარმომადგენლობები
venis sadazRvevo jgufi ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe - VIG ) - საუკუნოვანი გამოცდილების მქონე, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფია, რომლის სათავო ოფისი განლაგებულია ქ. ვენაში: • წარმოდგენილია მრავალფუნქციური ბრენდინგ-სტრატეგიით ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 25 ქვეყანაში - 50 კომპანიით; • დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 25 000 თანამშრომელი; • 2010 წელს მოზიდული პრემიის საერთო ოდენობამ 9 მილიარდი ევრო შეაადგინა, 3.4 % ზრდის მაჩვენებლით; • მთლიანი აქტივების ღირებულება - 36 მილიარდი ევრო; • სთავაზობს მომხმარებელს, პარტნიორებსა და თანამშრომლებს ფინანანსურ უსაფრთხოებას - Standard & Poor’s მიერ მინიჭებული “A+” და “სტაბილური”-ს მაჩვენებლებით.
iraos partniorebigadazRvevis sferoSi ვენის სადაზღვევო ჯგუფის მაღალი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად გადაზღვევის სფეროში ირაო-ს პარტნიორები არიან მსოფლიოში მაღალრეიტინგული კომპანიები: WIENER STADTISCHE (ავსტრია) LlOYD’s of London (დიდი ბრიტანეთი), Munich Re (გერმანია), Zurich Re (შვეიცარია), Hannover Re (გერმანია), Scor (საფრანგეთი), Marsh (aSS), AXA (safrangeTi), AON (aSS), Transatlantic (საფრანგეთი), N.V. Nationale Borg Maatschappij (ჰოლანდია), R+V Versicherung AG Ruckversisherung (გერმანია), Ducroire/ Delcredere SA. NV (ბელგია). აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განაპირობს ჩვენს მიერ მიწოდებული დაზღვევის სტაბილურ გარანტიებსა და ფინანსურ უსაფრთხოებას, შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ უმსხვილესი მოცულობის რისკების სრულად და დროულად დაფარვა.
Cveni upiratesobebi განსაკუთრებით ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე - ირაო-ს ბიზნეს საქმიანობა აგებულია საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად - პარტნიორობის, ურთიერთგაგების, საჯაროობისა და მდგრად ურთიერთობებზე დაყრდნობით; რეგიონები - ჩვენ წარმოდგენილი ვართ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით მოსახლეობისათვის ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობებს; ფინანსური გარანტიები -ჩვენ მივისწრაფვით სტაბილური და მოგებაზე ორიენტირებული განვითარებისაკენ. ჩვენს ფინანსურ სიძლიერეს, განსაზღვრავს არა მხოლოდ ძლიერი პარტნიორები, არამედ პორტფელის სწორი დივერსიფიკაცია და რისკების მართვის მაღალი კულტურა; ჩვენ მივისწრაფვით – ლიდერის პოზიციისაკენ და ეს ამბიცია მოტივაციას გვაძლევს გავხდეთ უფრო კონკურენტუნარიანი და წარმატებით ვიმოღვაწეოთ სადაზღვევო ბაზარზე, შევქმნათ მაქსიმალური სარგებელი ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორების, დამფუძნებლებისა და საზოგადოებისათვის; პროფესიონალიზმი -ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ადამიანთა პროფესიონალიზმს, უნარ-ჩვევებს, კომპეტენტურობასა და ორგანიზაციულ კულტურას.
damatebiTi momsaxureba: • სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანი; • საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება (დაფინანსდება “ირაო”-ს პროვაიდერი კლინიკების შესაბამისი ნოზოლოგიის მკურნალობის გასაშუალოებული ფასით); • ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;(ასევე შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სისტემური დაავადებები) • ასაკობრივი კატარაქტა; • მშობიარობის დროს ლუქს პალატის და ექიმის აყვანის ხარჯების ანაზღაურება; • ორსულობა/მშობიარობა მოცდის პერიოდის გარეშე; • ენდოპროტეზირების ხარჯების ანაზღაურება; • კარდიოქირურგიული (სტენტირება, შუნტირება) მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება; • ონკოლოგიის (კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეების), კერძოდ, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10-ე გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული ნეოპლაზიური დაავადებების (COO-D48) მკურნალობის და დიაგნოსტიკის ხარჯების ანაზღაურება; • ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების და მათი გართულების ხარჯების ანაზღაურება; • ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების დეზინტეგრაცია (ანაზღაურდება სამედიცინო ჩვენებით, გეგმიური ამბულატორიის ლიმიტისა და თანაგადახდის ფარგლებში) • 15% ფასდაკლება “დილატო ფიტნეს ცენტრი” • 15% ფასდაკლება “ჯანმრთელობის ცენტრი ხერხემალი” • 15% ფასდაკლება “სპორტული კომპლექსი ოლიმპი” • 15% ფასდაკლება “სპორტული კომპლექსი არენა” • 20% ფასდაკლება “სპორტული კომპლექსი ნეპტუნი” • 30% ფასდაკლებაfasdaklebafizioTerapiulprocedurebze“daviTtatiSvilissamedicinocentrSi”
sadazRvevo momsaxurebis pirobebi • 1. ირაო-ასისტანსი • ითვალისწინებს 24 საათიან სატელეფონო კონსულტაციას,დაზღვეულისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას სამედიცინო დაზღვევის პროგრამებთან და პროვაიდერებთან დაკავშირებით, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და ოჯახის ექიმის ბინაზე გამოცახების დაგეგმვას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. • ირაო-ასისტანსთანდაკავშირება შესაძლებელია შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 2 949 949 • 2. ოჯახის ექიმის მომსახურება • ითვალისწინებსირაოს ოჯახის ექიმის მიერ დაზღვეულ პირთა კონსულტირებას (საჭიროების შემთხვევაში ბინაზე), თითოეულ დაზღვეულზე სამედიცინო ანკეტის წარმოებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, საჭირო გამოკვლევებისა და მკურნალობის კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების და გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაზე მიმართვის ფურცლის გაცემას. • 3. პროფილაქტიკური კვლევა • ითვალისწინებს სამედიცინო ჩვენების გარეშე, ირაოს პირადი ექიმის მიმართვის საფუძველზე, შემდეგ სამედიცინო კვლევების ჩატარებას: • სისხლის საერთო ანალიზი; • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში; • შარდის საერთო ანალიზი; • ელექტროკარდიოგრაფია ; • ერთი ორგანოს ექოსკოპია; • 4. სასწრაფო სამედიცინო მომსახურება • ითვალისწინებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და ჩვენების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირებას. • 5. ჰოსპიტალიზაცია • ითვალისწინებს სადაზღვეო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც დაზღვეულს გაეწევა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში და სადაც დაზღვეულის დაყოვნება აღემატება 24 საათს. • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება • ითვალისწინებს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ ჰოსპიტალური სამკურნალო ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის გადავადების პირობებში გარდაუვალია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, დაინვალიდება და/ან სიკვდილი. • გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება • ითვალისწინებს სამედიცინო ჩვენებით, დაზღვეულის განთავსებას, ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გეგმიური თერაპიული და/ან ქირურგიული სამედიცინო მომსახურების მისაღებად. • კარდიოქირურგია და ონკოლოგია ნაზღაურდება ჰოსპიტალიზაციის ქველიმიტით. • 6. ორსულობა • ითვალისწინებს, სამედიცინო ჩვენებით ჩატარებული, ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას. • ორსულობასთან დაკავშირებული მედიკამენტები ანაზღაურდება ორსულობის ლიმიტიდან ორსულობის პროცენტული დაფარვის შესაბამისად. • 7. მშობიარობა • ითვალისწინებს ფიზიოლოგიურ ან გართულებულ მშობიარობასთან (სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის ჩათვლით) დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
sadazRvevo momsaxurebis pirobebi • 8. ამბულატორია • ითვალისწინებს დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც დაზღვეულს გაეწევა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაზღვეულის დაყოვნება არ აღემატება 24 სთ-ზე მეტ ხანს. • გადაუდებელი ამბულატორია • ითვალისწინებს სადაზღვეო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ ამბულატორიული ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის გადავადების პირობებში გარდაუვალია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, დაინვალიდება და/ან სიკვდილი. • გეგმიური ამბულატორია • ითვალისწინებს სამედიცინო ჩვენებით, ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებულ: • ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს; • ლაბორატორიულ გამოკვლევებს; • ინსტრუმენტულ გამოკვლევებს; • ამბულატორიულ მანიპულაციებს და მკურნალობას. • 9. მედიკამენტები • ითვალისწინებს დაზღვეულისთვის ირაოს ოჯახის ექიმის და/ან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ სამედიცინო ჩვენებით, ამბულატორიული მკურნალობის ჩატარების მიზნით დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას (ერთჯერადად ანაზღაურებას ექვემდებარება მკურნალობის მაქსიმუმ 1 თვიანი კურსი). • 10. სტომატოლოგია • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება • ითვალისწინებს კბილის მწვავე ტკივილის გაყუჩებას, რენტგენს, არხის გახსნას და კბილის ექსტრაქციას ნებისმიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე სტომატოლოგიურ დაწესებულებაში. • გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება • ითვალისწინებს კარიესის, პულპიტის, პერიოდონტიტის მკურნალობას, გეგმიურ ქირურგიულ მანიპულაციებს, კბილების ჰიგიენურ გაწმენდას (წელიწადში ერთხელ). მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს პაროდონტის, ღრძილისა და ალვეოლური მორჩის დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარჯები. • მოსარგებლეს აღნიშნული მომსახურების მიღება შეუძლია მხოლოდ მზღვეველის მიერ მითითებულ პროვაიდერ სტომატოლოგიურ დაწესებულებებში “ირაოასისტანსში” გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე. • 11. სამოგზაურო დაზღვევა • ითვალისწინებს მივლინების შემთხვევაში დაზღვეულის საზღვარგარეთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას. • სამოგზაურო დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე. • სამოგზაურო დაზღვევის პირობები გაწერილია სამოგზაურო დაზღვევის პოლისში.
დაზღვევა არ ითვალისწინებს: • სხეულის განზრახ თვითდაზიანებითა და იმ შემთხვევებით გამოწვეული დაავადებების ხარჯებს, როდესაც დაზღვეული განზრახ იგდებს თავს საფრთხეში, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ის მოქმედებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით; • ალტერნატიული მედიცინის (აკუპუნქტურა, ჰომეოპათია, მანუალური თერაპია, სუჯოკთერაპია, და ა.შ.), სანატორიულ-საკურორტო მომსახურების, სარეაბილიტაციო პროცედურების, ბიოლოგიური სითხეებისა და ქსოვილების საზღვარგარეთ დიაგნოსტირებისა და თვითმკურნალობის ხარჯებს; • ბიოლოგიურად აქტიური ან/და კვებითი დანამატების, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებების, შაქრის შემცვლელების, იმუნომოდულატორების, იმუნოდეპრესანტების, ფსიქოტროპული საშუალებების, პარასამკურნალო საშუალებების, პროტექტორების, ონიხომიკოზების ანტიმიკოზური პრეპარატებით მკურნალობას, პირადი ჰიგიენის ან/და მოვლის საშულებების(კბილის პასტა, შამპუნი, პირის ღრუს სავლები, თმის სამკურნალო და მსგავსი საშუალებები) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს; • ეგზო პროტეზების და დამხმარე საშუალებების (სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი, კომპრესიული გეტრები, ბინტი, შპრიცი, ბამბა, წნევის აპარატი, თერმომეტრი და მსგავსი საშუალებები) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს. • პროფესიული ან სამოყვარულო/სარისკო სპორტის სახეობებში (ზამთრის, წყლის (გარდა ცურვისა), საჰაერო, სიჩქარეზე შეჯიბრი, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი) მონაწილეობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებისა და მდგომარეობების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯებს; • ნარკომანიის, ტოქსიკომანიის, ალკოჰოლიზმის, ასევე მათი გართულებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯები; პლასტიკურ (კოსმეტიკური და რეკონსტრუქციული) ქირურგიასთან (მათ შორის რინო და სეპტოპლასტიკა,); ; წონის კორექციასთან, ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციასთან, მხედველობის კორექციასთან დაკავშირებულ ხარჯებს; • შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების (A ჰეპატიტის გარდა), დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები(პირველადი დიაგნოსტიკის გარდა); • დიალიზის და პლაზმაფერეზის ხარჯები; თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯებს; ფსიქოთერაპევტის და ლოგოპედის ხარჯებს. • მოწვეული/აყვანილი ექიმისა, ლუქს პალატის და სამედიცინო ჩვენების გარეშე გაწეული მომსახურების ხარჯებს (გარდა დამატებით მომსახურებაში მითითებული შემთხვევისა); • აბორტის ხარჯებს (გარდა სამედიცინო ჩვენებისა). პროფილაქტიკური ვაქცინაციის და იმუნიზაციის ხარჯებს(ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაციის გარდა); რეპროდუქტოლოგიის, უნაყოფობის, იმპოტენციის გამოკვლევის და სამედიცინო მომსახურების ხარჯებს; კონტრაცეფციის, ოჯახის დაგეგმარების, ხელოვნური განაყოფიერების, სტერილიზაციის, სტერილიზაციის შემდგომი რეპროდუქციული უნარის რეაბილიტაციის ხარჯებს; უპირატესად სქესობრივი გზით გადაცემულ დაავადებათა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს; • მკურნალობის ხარჯებს, რომელიც საჭირო გახდა დაზღვეულის ომში, აჯანყებაში, სამოქალაქო არეულობაში ან კრიმინალურ ქმედებაში მონაწილეობის შედეგად, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს; • სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა სადაზღვევო კომპანიის პოლისით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. • შენიშვნა: ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების და მათი გართულებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზაციის dauzRvevel თანამშრომელთა 100% დაზღვევის შემთხვევაში. საოჯახო პაკეტით დაზღვეულ თანამშრომელთა სტანდარტულ ოჯახის წევრებს (მეუღლე და შვილები 18 წლამდე) ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების და მათი გართულებების ხარჯები აუნაზღაურდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაეზღვევა ორგანიზაციის თანამშრომელთა 100% და მათ შორის დაოჯახებულ თანამშრომელთა არანაკლებ 70% შეიძენს საოჯახო პაკეტს. • ენდოპროტეზირებისას მზღვეველი უფლებას იტოვებს განსაზღვროს პროტეზის მარკა და მოდელი.
sadazRvevo momsaxurebismiRebis sqema I სქემა I. ეტაპი სამედიცინო მომსახურების საჭიროებისას დაზღვეული უკავშირდება “ირაოასისტანს”-ს და ნიშნავს ვიზიტს ოჯახის ექიმთან. II. ეტაპი ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დაზღვეული იღებს მიმართვას პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. III. ეტაპი დაზღვეული იღებს მომსახურებას სამედიცინო დაწესებულებაში და იხდის კუთვნილი თანაგადახდის წილს. II სქემა I. ეტაპი სამედიცინო მომსახურების(გარდა სტაციონარისა) საჭიროებისას დაზღვეული საკუთარი სურვილის მიხედვით მიმართავს საქართველოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას. II. ეტაპი დაზღვეული იღებს მომსახურებას თავისისურვილის მიხედვით შერჩეულ საქართველოში შესაბამის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში და სრულად იხდის საფასურს. III. ეტაპი დაზღვეული წარადგენს ყველა შესაბამის სამედიცინო და ფინანსურ დოკუმენტაციას სადაზღვევო კომპანიაში მომსახურების მიღებიდან 30 დღეში. IV. ეტაპი სადაზღვევო კომპანიის მხრიდან განხილვისა და ანაზღაურებაზე დასტურის მიღების შემდეგ, 300 ლარამდე თანხის გაცემა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 300 ლარზე მეტი თანხის ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. • ანაზღაურების მისაღებად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია: • სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა ქ. ქ. №100/ა და/ან საკონსულტაციო ჩანაწერი, მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში ამონაწერი სააფთიაქო ქსელიდან • ფინანსური დოკუმენტაცია - სავალდებულო : სალაროს შემოსავლის ორდერი, გადახდილი ქვითარი; საჭიროებისამებრ: ინვოისი, ხარჯთაღრიცხვა • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა • სადაზღვევო ბარათი • საბანკო რეკვიზიტები - 300 (სამასი) ლარზე მეტი თანხის ანაზღაურების შემთხვევაში. • ანაზღაურების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება დაზღვეულს უნდა ეცნობოს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის. • ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან იმავე დღეს. • უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი ) სამუშაო დღის ვადაში. • შენიშვნა: თანხა ეძლევა მხოლოდ მოსარგებლეს. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს არასრულწლოვანი პირი, რომლის მომსახურების თანხაც ეძლევა ერთ-ერთ მშობელს.
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ნატალია დაუშვილი ტელეფონი: (995 32) 2949 949 მობილური: (995 593) 60 21 40 ფაქსი: (995 32) 2369 392 თბილისი, 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15 E-mail natalia.daushvili@irao.ge Web: www.irao.ge