140 likes | 534 Views
მწვავე ბრონქიტი. განსაზღვრება. მწვავე ბრონქიტი ბრონქების დიფუზური მწვავე ანთებაა. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები, თამბაქოს მწეველები. ბრონქიტით შეიძლება დაავადდეს ყველა ასაკის ადამიანი. ეტიოლოგია. ინფექციური აგენტები: პნევმო-, სტრეპტო-, სტაფილოკოკები, ვირუსები, სოკოები და ა.შ.
E N D
განსაზღვრება მწვავე ბრონქიტი ბრონქების დიფუზური მწვავე ანთებაა. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები, თამბაქოს მწეველები. ბრონქიტით შეიძლება დაავადდეს ყველა ასაკის ადამიანი.
ეტიოლოგია • ინფექციური აგენტები: პნევმო-, სტრეპტო-, სტაფილოკოკები, ვირუსები, სოკოები და ა.შ. • ბრონქიტი მეორადად შეიძლება მოყვეს: წითელას, ყივანახველას, გიპს, ტიფს, გულისა და თირკმლის უკმარისობას, მტვრით, სამრეწველო აირების ზემოქმედებას, ბრონქების მექანიკურ და ქიმიურ გაღიზიანებას.
პათოგენეზი ბრონქიტის განვითარების პათოგენეზში მონაწილეობს: გაცივება, გადაღლა, ნერვული და ფიზიკური გადაძაბვა. აღნიშნული ფაქტორები უშუალოდ ნერვულ-რეფლექსურად ან ალერგიული მექანიზმებით მოქმედებს ბრონქების ლორწოვანზე, აძლიერებს ლორწოს წარმოქმნას, ამცირებს მის გარეთ გამოდევნას, იწვევს ბრონქების სპაზმს.
კლინიკა • სურდო; • ყელის ტკივილი; • მკერდის ძვლის უკან ფხაჭნისა და ჩახეხვის გრძნობა; • მშრალი ხველის შეტევები; • ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა; • სუბფებრილური ტემპერატურა; • იშვიათად ტაქიკარდია; • თავის ტკივილი; • უძილობა; • შრომის უნარის დაქვეითება
მწვავე ბრონქიტის კლინიკური სურათი
მიმდინარეობა და პროგნოზი დაავადება 2-3 კვირა გრძელდება, ძირითადად, კარგად მთავრდება, ზოგჯერ კი ქრონიკულ ფორმაში გადადის. ბრონქიოლიტით ან პნევმონიით გართულება, ბავშვებსა და მოხუცებში მძიმე მიმდინარეობასთან ერთად (მაღალი ტემპერატურა, შემაწუხებელი ხველა, ქოშინი, ციანოზი) პროგნოზსაც ართულებს.
მკურნალობა • წოლითი რეჟიმი; • ინფექციასთან ბრძოლა ანტიბიოტიკებით (მიკრობთა მგრძნობელობის გათვალისწინებით); • სიცხის დამწევი პრეპარატები: პარაცეტამოლი, აცეტამინოფენი, იშვიათ შემთხვევებში ასპირინი; • საჭიროების შემთხვევაში ამოსახველებელი, ბრონქოლიზური და მუკოლიზური პრეპარატები.
პროფილაქტიკა ორგანიზმის წრთობა-გაკაჟებასთან ერთად საჭიროა ბრძოლა კეროვანი ინფექციის (ტონზილიტი, სინუსიტი, ჰაიმორიტი და სხვა) ალკოჰოლიზმის, თამბაქოს წევისა და და ჰაერის გაბინძურების წინააღმდეგ.