140 likes | 641 Views
თირკმლის ამილოიდოზი. განსაზღვრება. თირკმლის ამილოიდოზი კერძო გამოვლინებაა ორგანიზმის იმ ზოგადი დაავადებისა, რომელიც ხასიათდება ცილის ცვლის თავისებური დარღვევითა და სისხლძარღვების ენდოთელიუმის ქვეშ მკვრივი, ჰომოგენური და ქიმიურად რთული ცილოვანი ნივთიერების - ამილოიდის ჩალაგებით. ეტიოლოგია.
E N D
განსაზღვრება თირკმლის ამილოიდოზი კერძო გამოვლინებაა ორგანიზმის იმ ზოგადი დაავადებისა, რომელიც ხასიათდება ცილის ცვლის თავისებური დარღვევითა და სისხლძარღვების ენდოთელიუმის ქვეშ მკვრივი, ჰომოგენური და ქიმიურად რთული ცილოვანი ნივთიერების - ამილოიდის ჩალაგებით
ეტიოლოგია თირკმლების ამილოიდოზის განვითარება დაკავშირებულია ლიპიდური ნეფროზის გამომწვევ ქრონიკულ ინფექციებთან. თუმცა ამილოიდოზი ჩნდება რევმატოიდული ართრიტის, მიელომური დაავადების და ჰოჯკინის ლიმფომის დროს.
პათოგენეზი • ინფექციური პროცესების დროს ხდება ძვლის ტვინის პლაზმურ-უჯრედოვანი აპარატის ჰიპერპლაზია და იქ იქმნება ცილოვანი კომპლექსების სპეციფიკური სახეობები; • სავარაუდოა, რომ ამილოიდოზის გენეზში ავტოიმუნურ პროცესებსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ქრონიკული ინფექციების გამო რეტიკულო-ენდოთელურ სისტემაში ცილის გაუკუღმართებული სინთეზი იძლევა დენატუირებულ ცილებს, რომლებიც ანტიგენად იქცევიან და დასაბამს აძლევენ ანტისხეულების წარმოშობას. ანტიგენ-ანტისხეულის რეაქცია ქმნის ორგანოებში, კერძოდ, თირკმელში, სპეციფიკური კომპლექსების, ამილოიდური სუბსტანციის ფიქსირებას.
კლინიკა • დასაწყისში მსუბუქი პროტეინურია; • შეშუპება; • პროტეინურია; • ლეიკოციტურია; • ცილინდრურია; • ელექტროფორეზულად შარდში ჭარბობს ბეტა და გამა გლობულინები
მიმდინარეობა აღსანიშნავია დაავადების ნელი პროგრესირება და გართულებების - თირკმლის ვენების თრომბოზისა და ფიბროზულ-ჩირქოვანი პერიტონიტის - გაჩენის შესაძლებლობა
პროგნოზი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების მიმდინარეობაზე. დასაშვებია ამილოიდოზის უკუგანვითარებაც. შორსწასულ შემთხვევებში პაციენტი ურემიისგან კვდება.
მკურნალობა ეტიოტროპული: • ანტიტუბერკულოზური, ანტისიფილისური თერაპია; • ქირურგიული მკურნალობა; სიმპტომური მკურნალობა: • შეშუპების, ჰიპოტენზიის, აზოტემიის წინააღმდეგ ბრძოლა; • კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა არც ერთ შემთხვევაში არ არის ნებადართული.