210 likes | 470 Views
სახელმწიფო ბიუჯეტი. IV-VI ლექცია ლაშა გოცირიძე www.lashagotsiridze.yolasite.com l.gotsiridze@agruni.edu.ge. ბიუჯეტის პროექტის მომზადება. 15 ივლისამდე ფინანსთა სამინისტრო სამინისტროებს უგზავნის საბიუჯეტო ინსტრუქციებს, განაცხადის ფორმას
E N D
სახელმწიფო ბიუჯეტი IV-VI ლექცია ლაშა გოცირიძე www.lashagotsiridze.yolasite.com l.gotsiridze@agruni.edu.ge
ბიუჯეტის პროექტის მომზადება • 15 ივლისამდე ფინანსთა სამინისტრო სამინისტროებს უგზავნის საბიუჯეტო ინსტრუქციებს, განაცხადის ფორმას • სამინისტროები საბიუჯეტო განაცხადებს ავსებენ 1 სექტემბრამდე • ჭერის ზევით განაცხადის წარდგენა აკრძალულია
ბიუჯეტის პროექტის მომზადება, გაგრძელება • ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები მზადდება 15 სექტემბრამდე • ბიუჯეტის პროექტი მთავრობას ეგზავნება 25 სექტემბრამდე • ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შედის 1 ოქტომბრამდე
ბიუჯეტის განხილვა • პარლამენტის კომიტეტებში განხილვა მიდის 3 კვირის განმავლობაში - შენიშვნები ეგზავნება მთავრობას • გადამუშავებული ბიუჯეტი შედის პარლამენტში 5 ნოემბრამდე • პარლამენტის სესიაზე გამოთქმული შენიშვნები ეგზავნება მთავრობას 15 ნოემბრამდე • გადამუშავებული ბიუჯეტი შედის პარლამენტში 30 ნოემბრამდე
ბიუჯეტის დამტკიცება • კენჭი ეყრება დეკემბრის მესამე პარასკევამდე • კენჭი ეყრება ერთი მოსმენით • დასამტკიცებლად საჭიროა სიითი უმრავლესობა (მინიმუმ 76 ხმა)
ბიუჯეტის დამტკიცება, გაგრძელება • თუ არ დამტკიცდა, 10 დღის ვადაში კენჭი ხელმეორედ ეყრება იგივე ან გადამუშავებულ ვერსიას • თუ ვერ დამტკიცდა, ხარჯები გაიწევა შარშანდელი ბიუჯეტის მიხედვით • 2 თვის ვადაში ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მოხდება ან მთავრობის გადაყენება, ან პარლამენტის დათხოვნა
ბიუჯეტის შესრულება • ხაზინა • განწერა • ვალდებულებების კონტროლი • საკასო გეგმა • ცვლილებები 5%-ის ფარგლებში • სესხების გაცემის წესები
ანგარიშგება • ყოველთვიური - 20 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტს • კვარტალური - ერთი თვის ვადაში ეგზავნება პარლამენტს • წლიური - 3 თვის ვადაში აუდიტის სამსახურს
ანგარიშგება, გაგრძელება • აუდიტის სამსახურის დასკვნა მზადდება 45 დღეში • წლიური ანგარიში და დასკვნა შედის პარლამენტში 5 თვის ვადაში • საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ანგარიში მტკიცდება/არ მტკიცდება
კლასიფიკაცია, აღრიცხვა • კლასიფიკაცია - GFSM 2001 სტანდარტი • აღრიცხვა: საკასო და დარიცხვის მეთოდი • ჯერ-ჯერობით ვიყენებთ საკასო მეთოდს
კლასიფიკაციის სახეები • შემოსავლების • ხარჯების ეკონომიკური • არაფინანსური აქტივების • ფუნქციონალური • ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების • პროგრამული
შემოსავლების კლასიფიკაცია • გადასახადები • სოციალური შენატანები - საქართველოში არ არსებობს • გრანტები • სხვა შემოსავლები
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია • შრომის ანაზღაურება • საქონელი და მომსახურება • ცვეთა (დარიცხვის მეთოდით აღრიცხვისას) • პროცენტი • სუბსიდიები • გრანტები • სოცუზრუნველყოფა • სხვა ხარჯები
არაფინანსური აქტივების კლასიფიკაცია • ძირითადი აქტივები • მატერიალური აქტივები • ფასეულობები • არაწარმოებული აქტივები
ფუნქციონალური კლასიფიკაცია • სახელმწიფო მომსახურება • თავდაცვა • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება • ეკონომიკური საქმიანობა • გარემოს დაცვა • საბინაო-კომუნალური მეურნეობა • ჯანმრთელობის დაცვა • დასვენება-კულტურა-რელიგია • განათლება • სოციალური დაცვა
ფინანსური აქტივების და ვალდებულების კლასიფიკაცია • საშინაო აქტივები • საგარეო აქტივები • ოქრო და ნასესხობის სპეციალური უფლებები • საშინაო ვალდებულებები • საგარეო ვალდებულებები
დეფიციტი • საოპერაციო სალდო: შემოსავლების და ხარჯების სხვაობა • მთლიანი სალდო: საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილების სხვაობა • მთლიანი სალდო ბალანსდება ფინანსური აქტივების/ვალდებულების ცვლილებით • ბალანსი ყოველთვის უდრის 0-ს
გამოანგარიშების ალგორითმი • ანგარიშობ საოპერაციო სალდოს: საოპერაციო სალდო = შემოსავლები - ხარჯები • ანგარიშობ არაფინანსური აქტივების ცვლილებას • ანგარიშობ მთლიან სალდოს (ანგარიშის პირველი გზა): მთლიანი სალდო = საოპერაციო სალდოს - არაფინანსური აქტივების ცვლილება • ანგარიშობ მთლიან სალდოს (ანგარიშის მეორე გზა): მთლიანი სალდო = ფინანსური აქტივების და ვალდებულების ცვლილებას • ორივე გზით დაანგარიშებული სალდო უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი. უცნობის გამოსაანგარიშებლად ადგენ განტოლებას: 1გზით მთლიანი სალდო = 2 გზით მთლიანი სალდო
მადლობა ყურადღებისთვის ლაშა გოცირიძე l.gotsiridze@agruni.edu.ge www.lashagotsiridze.yolasite.com