1 / 23

ინფორმაციის თავისუფლება

ინფორმაციის თავისუფლება . 22 ივნისი 2010 წ. “ეროვნული ანტიკორიფციული სისტემის ანალიზი” .

shelby
Download Presentation

ინფორმაციის თავისუფლება

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. ინფორმაციის თავისუფლება 22 ივნისი 2010 წ

  2. “ეროვნული ანტიკორიფციულისისტემის ანალიზი” • ეროვნული ანტიკორუფციული სისტემა: ერთობლიობა იმ ინსტიტუტებისა, რომელთა გამართული ფინქციონირება იქნება კორუფციის პრევენციის გარანტი და ხელს შეუწყობს ძალაუფლებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლას. • ეს ინსტიტუტებია: • აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლება • ძირითადი საჯარო მაკონტროლებელი დაწესებულებები (კონსტროლის პალატა, სამართალდაცავი ორგანოები), • მასმედია • სამოქალაქო საზოგადოება • ბიზნესი

  3. კვლევის არსი და მეთოდოლოგია • ინსტიტუტების საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასება რესურსების, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის მიხედვით • კვლევის მეთოდოლოგია: – ზოგადი კვლევა (desk research): არსებული მასალის (კვლევების) და კანონმდებლობის შესწავლა – ინტერვიუები – პრაქტიკული ცდები • მრჩეველთა ჯგუფი – ღია კონსულტაციები

  4. პრაქტიკული ცდები საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხის შესაფასებლად – მეთოდოლოგია განმცხადებლების ტიპები: – 2 ჟურნალისტი – 2 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი – 2 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი – 2 ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენელი განცხადების ტიპები: – რთული განცხადება – სტანდარტული განცხადება

  5. პრაქტიკული ცდები საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხის შესაფასებლად – მეთოდოლოგია

  6. მარტივი განცხადების ნიმუშები • იუსტიციის სამინისტროს:რამდენია მინისტრის, მინისტრის მოადგილის, განყოფილების უფროსის და წამყვანი სპეციალისტების თვიური ხელფასი. • იუსტიციის სამინისტროს: რა თანხა შეადგინა იუსტიციის მინისტრის, მინისტრის მოადგილის, განყოფილების უფროსის და წამყვანი სპეციალისტების პრემიებმა 2009 წელს. • იურიდიულ საკითხთა კომიტეტს:რა პროცედურა არის დადგენილი მოქალაქის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრებისათვის. როგორ შემიძლია გავიგო, თუ როდის ჩატარდება შემდეგი კომიტეტის სხდომა და რა საკითხები იქნება ამ ცხდომაზე განხილული? • ცენტრალურ საარჩევნო კომისია: საარჩევნო კოდექსში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2008-2009 წლებში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები.

  7. რთული განცხადების ნიმუშები • ფინანსთა სამინისტროს: ფინანსთა სამინისტროს მიერ 2009 წელს გამოცხადებული ტენდერების ნუსხა (დაყოფილი ღია ტენდერებისა და ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელებული შესყიდვების მიხედვით). • თავდაცვის სამინისტროს: თავდაცვის სამინისტროს მიერ 2007 და 2008 წლებში შესყიდული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია ამ საშუალებებზე დახარჯულ თანხების რაოდენობაზე. • პროკურატურას: 2009 წელს მომხდარი საპროცესო შეთანხმებებიდან შემოსული თანხის საერთო ოდენობაზე და სტატისტიკური ინფორმაცია თითოეული საპროცესო შეთანხმების ღირებულებაზე კონკრეტული მუხლის მიხედვით. • სახალხო დამცველის ოფისს: იმ რეკომენდაციების ასლები, რომლებიც სახალხო დამცველის ოფისმა გაუგზავნა სახელისუფლო ორგანოებს 2008 და 2009 წლების განმავლობაში.

  8. მონაცემთა დახარისხება

  9.  დამაკმაყოფილებელი შედეგები ინფორმაცია მიღებულია მართებული გადამისამართება წერილობითი უარია ინფორმაციის გაცემაზე (გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდებისათვის აუცილებელი შესაბამისი მონაცემთა ბაზის არარსებობის რამოდენიმე შემთხვევა) შეუძლებელია განცადების გაგზავნა  არადამაკმაყოფილებელი შედეგები პასუხის გარეშეა დატოვებული განცხადება გადამისამართებულია არამართებულად ინფორმაცია მიღებულია არასრულად ზეპირი უარია ინფორმაციის გაცემაზე (მიზეზის დაკონკრეტების გარეშე) შედეგების კატეგორიზაცია

  10. საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადები მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა (2.03.2001 N 772) • საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. 2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს. (2.03.2001 N 772) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თავი III ინფორმაციის თავისუფლებაზე

  11. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თავი III

  12. თანამდებობის პირთა პრემიები – საჯარო ინფორმაცია? • ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად’ საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 41 (2) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– • საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 44 (1)

  13. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი და მიზანი? • ‘საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას. (2.03.2001 N 772) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 37 (2)

  14. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა • საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. (2.03.2001 N 772) 2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. (2.03.2001 N 772) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 41

  15. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე წერილობითი უარის ნიმუშები

  16. შეჯამება – პრობლემათა ნუსხა • არადამაკმაყოფილებელი შედეგების მაღალი მაჩვენებელი (21%) • სამინისტროებისა და პროკურატურის დაბალი აქტივობა • მონაცემთა ბაზების დაუხვეწაობა • საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადების დარღვევა • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებლის უფლებებისა და გასაჩივრების წესის განუმარტაობა • საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივისა და მიზნის დაზუსტების თხოვნის შემთხვევა • თანამდებობის პირთა პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა

  17. რეკომენდაციები • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება (მისი კონსტროლის მექანიზმების დახვეწა) • მონაცემთა ბაზების დახვეწა • ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, უარის თქმის მიზეზის მითითება • ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირის უფლებებისა და გასაჩივრების წესის წერილობითი განმარტება • თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათის საჭიროა 10–დღიანი ვადა, ამის შესახებ მოთხოვნისთანავე განმცხადებლისთვის ცნობის მიწოდება

More Related