1 / 20

პროექტი ილია ჭავჭავაძე

პროექტი ილია ჭავჭავაძე. საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამა ანგარიში 2001-2005. პროექტის მიზნები. დაწყებითი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე დაგეგმვის და მართვის უნარის გაძლიერება. დაგეგმილი სამუშაო.

Download Presentation

პროექტი ილია ჭავჭავაძე

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. პროექტი ილია ჭავჭავაძე საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამა ანგარიში 2001-2005

  2. პროექტის მიზნები • დაწყებითი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება • ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე დაგეგმვის და მართვის უნარის გაძლიერება

  3. დაგეგმილი სამუშაო • ეროვნული შეფასებების ჩატარება; • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაწყებით საფეხურზე; • 400 სკოლაზე გრანტების გაცემა; • განათლების სისტემისათვის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა; • მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი სისტემის შემუშავება; • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მდგრადი პირობების შექმნა; • სკოლების ოპტიმიზაციისათვის ხელშეწყობა; • სასკოლო თვალსაჩინოების გამოფენების მოწყობა; • სახელმძღვანელოების შემუშავების და გავრცელების ოპტიმალური სისტემის შექმნა;

  4. შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი • 2005 წელს ჩატარდა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები • 2003 წელს ჩატარდა IX კლასის სახელმწიფო გამოცდები შესრულებული სამუშაო

  5. ეროვნული და საერთაშორისო შეფასების სისტემა • 2002-2003 წლებში I-IV კლასებში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენასა და მათემატიკაში • შეფასების ცენტრმა დაიწყო მზადება მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემებში (PIRLS, TIMMS) მონაწილეობის მისაღებად შესრულებული სამუშაო

  6. შესრულებული სამუშაომასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება • მომზადდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედება კანონს მასწავლებელთა პროფესიის შესახებ • კონცეფციაში აისახა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც მოამზადებს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს და სასერტიფიკაციო გამოცდებს (იგეგმება 2008 წლიდან)

  7. შესრულებული სამუშაო • მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინტეგრირებულია სახელმძღვანელოების მომზადების და ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის პროგრამებში • 2005 წლისათვის 12000 ზე მეტმა მასწავლებელმა 1800 სკოლიდან გაიარა ტრეინინგი სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამის ფარლებში • 2002 წელს 5000 მასწავლებელმა 3135 სკოლიდან გაიარა ტრეინინგი სასწავლო პრაქტიკაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე

  8. უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია და ლიცენზირება შესრულებული სამუშაო • მოხდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოფა სათანადო კონსულტანტებით რომელთაც სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან ერთან განახორციელეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ინსტიტუციური აკრედიტაცია და ლიცენზირება

  9. შესრულებული სამუშაო სასკოლო გრანტების პროგრამა • 2004 წელს 210 სკოლამ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის მიიღო 1000 დოლარის ოდენობის გრანტი • 2005 წელს გრანტების პროგრამაში გამოვლინდა 213 გამარჯვებული სკოლა რომლებიც მიიღებენ 3000 დოლარის ოდენობის გრანტს(სამ-სამი გრანტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში) • გამარჯვებულ სკოლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრეინინგები • მოხდა გრანტების პირველი ფაზის შეფასება

  10. სასკოლო ქსელის პროგრამა და რესურს-ცენტრები შესრულებული სამუშაო • 1400 სკოლა ჩართულია სასკოლო ქსელის პროგრამაში • დაარსდა პირველი რესურს ცენტრი ოზურგეთში რომელიც გახდა მოდელი ახლადშექმნილი მსგავსი ცენტრებისათვის

  11. ეროვნული სასწავლო გეგმები შესრულებული სამუშაო • 2005 წლის სექტემბერში დაიწყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების პილოტირება საქართველოს 100 სკოლაში; • პილოტირების პროცესი ასევე გულისხმობს მასწავლებელთა საგნობრივ წვრთნას და პილოტირების პროცესში მყოფი სასწავლო გეგმების შეფასებას.

  12. შესრულებული სამუშაო • მომზადდა ახალი საათობრივი ბადე, რომელიც გათვლილია მოსწავლისა და მასწავლებლისთვითგანვითარებაზე; • გამომცემლობებსა და ავტორებს ჩაუტარდათ ტრენინგები ახალი სასწავლო გეგმების შესაბამისი სახელმძღვანელოების შესაქმნელად;

  13. თვალასჩინოების გამოფენა შესრულებული სამუშაო • მოეწყო სასკოლო თვალსაჩინოების ორი გამოფენა – 2001 და 2003 წლებში; • საქართველოს ყველა სახელმწიფო სკოლას მიეცა საშუალება, აერჩია და შეეძინა სასწავლო მასალა; • ბიუჯეტი: ყოველ სკოლაზე იყო გამოყოფილი 200 აშშ დოლარის ექვივალეტი, + 2 აშშ დოლარის ექვივალენტი თითოეულ მოსწავლეზე.

  14. სახელმძღვანელოების ბაზრის რეგულირების და გაქირავების სისტემები შესრულებული სამუშაო • სახელმძღვანელოების ბაზრის რეგულირების ახალი სისტემის მიხედვით ბაზრის ძირითადი სუბიექტები არიან სკოლა და გამომცემელი; • სამინისტრო აკონტროლებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ხარისხს და არ ზღუდავს ალტერნატიული სახელმძღვანელოების რაოდენობას. • 2001-2004 წლებში 54 სკოლაში მოხდა სახელმძღვანელოების გაქირავების სისტემის პილოტირება. სკოლებმა უსასყიდლოდ მიიღეს წიგნები რომლებიც შემდეგ წლებში მიაქირავეს მოსწავლეებს

  15. შესრულებული სამუშაო სკოლების მართვისა და დაფინანსების ახალი სისტემა • კანონში ზოგადი განათლების შესახებ აისახა დაფინანსების ერთ მოსწავლეზე გათვლილი სისტემა რომლის დანერგვა დაიწყო2005 წელს; • შემუშავდა და ამოქმედდა მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი სქემა • სახელმწიფო სკოლები დაფუძნდნენ საჯარო სამართლის სუბიექტებად; • მიმდინარეობს სკოლების მართვის სისტემის დეცენტრალიზაცია, სკოლებში მოხდება სამეურვეო საბჭოების არჩევნები, რომლებიც განახორციელებენ სკოლის მართვას

  16. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შესრულებული სამუშაო • შეიქმნა საქართველოს სკოლების მონაცემთა ბაზა • მიმდინარეობს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შემუშავება • იქმნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ვებგვერდი და ინტრანეტი

  17. პროექტის სუსტი მხარეები • ორი ახალი ცენტრის შენობების რეკონსტრუქცის გაჭიანურება; • არასაკმარისი ტრეინინგების გამო, სკოლების მიერ ფინანსური თვალსაზრისით სასკოლო გრანტების არასრულფასოვანი ადმინისტრირება • პროექტის დანერგვის პროცესში მრავალი ცვლილების გამო საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების ორჯერ შეტანა • სახელმძღვანელოების გაქირავების სისტემის არაეფექტური დაგეგმვა

  18. პროექტის ვადები • პროექტის პირველი ფაზა სრულდება 2007 წლის ივნისში • მზადდება პროექტის მეორე ფაზა რომელიც მიმართულია პედაგოგიური და ფიზიკური სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე

  19. პროექტის დაფინანსება • მეორე ფაზისთვის მომზადდა წინადადება იაპონიის მთვრობიდან გრანტის მისაღებად რათა უზრუნველყოთ ტექნიკური დახმარება შეფასებისა და სასწავლო გეგმის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრებისათვის • სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება საერთაშორისო ასოციაციის კრედიტის თანხებით

  20. დაგეგმილი ღონისძიებები • ერთიანი ეროვნული გამოცდები 2007 • საერთაშორისო შეფასებაში მონაწილეობის მიღება • ეროვნული შეფასებისა და სასწავლო გეგმის ცენტრის ჩამოყალიბება • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სწავლების ყველა საფეხურზე • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჩამოყალიბება • მაწავლებელთა პროფესიული სტანდარტების მომზადება და 2008 წლიდან სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარება • სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება • სკოლების აკრედიტაციის მექანიზმების შემუშავება • მოსწავლისა და მასწავლებლის შეფარდების 1/16 გაზრდისთვის გეგმის შემუშავება • განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის დანერგვა

More Related